(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას (BAG) ახალი წევრი შემოუერთდა

26 ნოემ '19

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს კომპანია "სინერჯი კაპიტალი"  შემოუერთდა.

საინვესტიციო კომპანია სს "სინერჯი კაპიტალი" სინერჯი ჯგუფმა შექმნა 2018 წლის აპრილში იმისთვის რომ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუქმნას მაღალმომგებიანი საინვესტიციო პორტფელი ისე, რომ  მათი ფინანსები და გამოცდილება ხელმისაწვდომი გახადოს მომავლის ლიდერი ორგანიზაციებისთვის, რომელთაც აქვთ ზრდის დიდი პოტენციალი. ამ მისიის განხორციელებისთვის სინერჯი კაპიტალი აერთიანებს და ეხმარება ადამიანებს გაზარდონ თავიანთი კაპიტალი ისეთ ორგანიზაციებში ინვესტირებით, რომლებსაც ღირებულების სწრაფი ზრდის დიდი პოტენციალი აქვთ, შეუძლიათ გახდნენ დარგის ლიდერები და იყვნენ გამორჩეული სწორად დანახული სტრატეგიით, კარგი მმართველობით, მოწინავე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვით.

„სინერჯი კაპიტალი“ ეძებს სწრაფი ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებს, რომლებიც ზრდის აქტიურ ფაზაში არიან უკვე და კაპიტალის დამატება სჭირდებათ განვითარებისთვის. ერთი მხრივ, ამ კომპანიებში თავისი წილის ნაწილში შეყავს ინვესტორები, რათა კაპიტალი გაუზარდოს და მეორე მხრივ, სინერჯის მხრიდან გამოყოფილი გუნდი ზრუნავს კომპანიის ორგანიზაციულ-სისტემურ განვითარებაზე. ამგვარად, ინვესტორებთან ერთად, ერთობლივად ზრდიან ამ კომპანიების ღირებულებას. პარტნიორობის ფარგლებში, არსებული ინვესტორები აქტიურად ერთვებიან პორტფელური კომპანიების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში და სამეთვალყურეო საბჭოს ფორმატებში.