(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ სათათბირო საბჭოს პირველ შეხვედრას უმასპინძლა

27 ნოემ '19

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) სათათბირო საბჭოს პირველ შეხვედრას უმასპინძლა. 

BAG-იმ PMCG-სთან თანამშრომლობით BAG ინდექსის პროექტი შეიმუშავა, რომლის პრეზენტაცია სათათბირო საბჭოს წევრებს PMCG-ის კვლევითი პროგრამების დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა წარუდგინა. BAG ინდექსის მეშვეობით, განისაზღვრება ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატი, დასაქმების ბარომეტრები და ასევე მოხდება ინვესტიციების სიხშირისა და ინტენსივობის კვლევა.

„BAG ინდექსის დახმარებით განხორციელდება ბიზნესგარემოს მონიტორინგი, ასევე განისაზღვრება კონკრეტულ პერიოდებში ბიზნესის წარმოების ძლიერი და სუსტი მხარეები და დასკვნის სახით, BAG ინდექსი ბიზნესის სამომავლო განვითარების ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემს. აღნიშნული სასარგებლო იქნება როგორც ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა BAG-ის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ ასოციაციის ახალი საკონსულტაციო ორგანოს შემადგენლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა.

სათათბირო საბჭო დაკომპლექტებულია BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლების მიერ. ასოციაციის ხელმძღვანელობის გარდა სათათბირო საბჭოში წარმოდგენილი არიან: ვალერი ჩეხერია „აჭარა ჯგუფი“, ნატო ხაინდრავა ბანკი „ქართუ“, დავით ცაავა „ბაზისბანკი“, ზურაბ ლალაზაშვილი „ბიდიო“, ოთარი შარიქაძე „გალტ ენდ თაგარტი“, ოთარ ნადარაია „თიბისი“ ბანკი, ირაკლი ბოქოლიშვილი „ნიკორა“, ლექსო ალექსიშვილი „პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი“(PMCG), ლექსო თოფურია „სილქროუდი“, პაპუნა ტოლიაშვილი „სინერჯი ჯგუფი“, ლევან გიორგაძე „სოკარ ენერჯი ჯორჯია“, თეა ლორთქიფანიძე „ტერაბანკი“, გიორგი აბაშიძე „ტურინვესტი“, ნიკოლოზ გეგუჩაძე „ხალიკ ბანკი საქართველო“, ლაშა ბზარაშვილი „4 ფინანსი“, დავით კილაძე შპს “IDL”.