(+995 32) 2 202-215

სიახლეები

BAG-ის რიგების გაფართოება გრძელდება

25 დეკ '19

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) გაფართოების ეტაპი გრძელდება, BAG-ის კიდევ ერთი ახალი წევრი „ჯორჯიან მანგანეზი“ შემოუერთდა.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურისა და ზესტაფონის რაიონებში მანგანუმის მოპოვებისა და ფეროშენადნობების წარმოების 140 წლოვან ტრადიციას 2006 წლიდან აგრძელებს. ქვეყნის მთლიან ექსპორტში მას მე-4 ადგილი უკავია და 13 ათასამდე სამუშაო ადგილს ქმნის. ამ მაჩვენებლით ის ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებელია, 7000 სამუშაო ადგილი უშუალოდ კომპანიის სტრუქტურაშია, დანარჩენი კი ქვე-კონტრაქტორების წილად მოდის.

 „ჯორჯიან მანგანეზი“ ათწლეულების განმავლობაში ღია კარიერული წესით მადანგამოცლილი უბნების რეკულტივაციას ინტენსიურად ეწევა. 2018-2019 წლებში 70 ჰექტარზე მეტი ფართობის ტექნიკური და ბიოლოგიური რეკულტივაცია განახორციელა და ამ პროექტის ფარგლებში, მცირე-მიწიან ჭიათურის რაიონს ყოველწლიურად 50 ჰექტარ ახალ სავარგულებს შემატებს.

„ჩვენთვის მისასალმებელია ასეთი ძლიერი და განვითარებაზე ორიენტირებული  ახალი წევრი. აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ NATIONAL BUSINESS AWARD-მა 2018-2019 წლების ბიზნეს რეიტინგების ყველაზე წარმატებულ კომპანიებს შორის დაასახელა. კომპანია ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად და ექსპორტიორად შეფასდა, ასევე ხაზი გაესვა მის აქტივობას რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. BAG კიდევ ერთხელ ულოცავს ჩვენს ახალ წევრს მიღწეულ შედეგებს და წარმატებებს ვუსურვებთ სამომავლო საქმიანობაში“ - განაცხადა BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.