(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“  შემოუერთდა

21 იან '20

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“  შემოუერთდა.
 
„ჰიუნდაი ავტო საქართველო“  2005 წლიდან მსოფლიო საავტომობილო ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ბაზარს  უზრუნველყოფს როგორც ავტომობილების სრული სპექტრით, მათ შორის კომერციული ავტომობილებითა და მძიმე ტექნიკით, ასევე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი სერვის ცენტრით, სადაც ავტომობილისთვის სრული ტექნიკური მომსახურების მიღება შეგიძლიათ.
 
კომპანიის სათავო ოფისი, შოუ რუმი და სერვის ცენტრი  თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრზე მდებარეობს.