(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის ახალი კომიტეტი შეიქმნა

3 თებ '20

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის ახალი კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც შავლეგ მიშველაძე უხელმძღვანელებს.

ახალი კომიტეტი და მისი ხელმძღვანელი BAG-ის სამეთვალყურეო საბჭომ 30 იანვარს ოფიციალურად დაამტკიცა.

კომიტეტი იმუშავებს ნავთობპროდუქტების სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

შავლეგ მიშველაძეს აღნიშნულ სექტორში აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცილება მენეჯერული დონის მართვაში.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ გადაწყვიტა ახალი კომიტეტის ჩამოყალიბება, რადგან ნავთობპროდუქტების ბიზნესი ბოლო პერიოდში ქაოსურად ვითარდებოდა, რამაც შექმნა პრობლემა, როგორც პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით, ასევე ბიუჯეტთან ანაგარიშსწორების კუთხით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობპროდუქტების ბიზნესი არის უმსხვილესი გადამხდელი ქვეყნის ბიუჯეტში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი. შესაბამისად, ამ ინდუსტრიის გაძლიერება და განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი და იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით შევძლებთ ამ სფეროს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შექმნას, რაც უდაოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას“ - განაცხადა BAG-ის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.