(+995 32) 2 202-215

სიახლეები

BAG - ი აქართველოში უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეულის პარტნიორი გახდა

7 თებ '20

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) საქართველოში უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეულის პარტნიორი გახდა. BAG-იმ კვირეულის ჩატარების თაობაზე ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კვირეულის ორგანიზატორებს შორის: Property Georgia, მმართველი პარტნიორი ლიკა ქარდავა; FIABCI-Georgia, პრეზიდენტი ქეთევან ტაბატაძე;  ExpoGeorgia, დირექტორი რესან ქიქავა; საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე, მარიამ დემურია და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ExpoGeorgia-ს ტერიტორიაზე, Property Georgia-ს, FIABCI-Georgia-ს, ExpoGeorgia-ს, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციისა (GNARE) და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ერთობლივი ძალისხმევით არაერთი საინტერესო, მასშტაბური ღონისძიება გაიმართება, მათ შორის: საერთაშორისო გამოფენები და დაჯილდოებები, თემატური კონფერენციები, საგანმანათლებლო მასტერკლასები და უძრავი ქონების საინვესტიციო ტურები.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის თანამშრომლობა, როგორც ჩვენს ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. იმედს გამოვთქვამ, დაგეგმილი უძრავი ქონების კვირეული მნიშვნელოვანი იქნება ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის იმ გამოწვევების ფონზე, რაც უძრავი ბაზრის სექტორში ბოლო პერიოდში არსებობს“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.