(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში USAID-ის დირექტორთან შეხვედრა გაიმართა

14 თებ '20

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია(BAG) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორს, პიტერ უიბლერს შეხვდა.

ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ USAID-ის ხელმძღვანელს ასოციაციის 2020 წლის გეგმები და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები გააცნო.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ბიზნეს გარემო და ამ კუთხით არსებული გამოწვევები. საუბარი შეეხო რეგულაციებს და საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც ასახვას პოვებს ბიზნესსა და მის გადაწყვეტილებებზე. ასევე განხილული იყო პროექტები, რომლის ფარგლებშიც BAG და USAID გეგმავენ სამომავლო თანამშრომლობას.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. მოხარული ვარ, რომ USAID-თან თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადადის და ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა გახდება ახალი საინტერესო პროექტების საწინდარი“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.