(+995 32) 2 202-215

სიახლეები

BAG-ის წევრთა რიგებს "რომპეტროლი" შემოუერთდა

21 თებ '20

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს კომპანია „რომპეტროლი“ შემოუერთდა.

 

ნავთობპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „რომპეტროლი“ წარმოადგენს ჯგუფ „ქეი-ემ-ჯი ინთერნეიშენალის“ (KMG International) მთავარ ბრენდს, რომელიც ყაზახეთის ეროვნულ ნავთობკომპანია კაზმუნაიგაზს (KazMunayGaz) ეკუთვნის. KMG რომპეტროლი მნიშვნელოვანი მოთამაშეა შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზების ტერიტორიაზე. ჯგუფში 6000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და იგი 12 ძირითად ბაზარზე ოპერირებს.

 

ბრენდი „რომპეტროლი“-ს მთავარი საქმიანობა ნავთობის მოპოვება და გადამუშავებაა, რომელიც დისტრიბუციას ახორციელებს რუმინეთში, მოლდოვაში, ბულგარეთსა და საქართველოში. ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში, კომპანია წარმატებას აღწევს ნავთობ ინდუსტრიაში საერთაშორისო განვითარებისა და გამოცდილების საფუძველზე.

 

კომპანია ფლობს და ამუშავებს რუმინეთში არსებულ ყველაზე დიდ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას „პეტრომიდიას“, რომელიც წარმოადგენს უმსხვილეს ულტრთანამედროვე გადამმუშავებელ ქარხანას შავი ზღვის რეგიონში. მისი წლიური წარმადობა 5 მილიონ ტონას აღემატება. ეს სტრატეგიული ადგილმდებარეობა შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სწრაფად გადაზიდვის საშუალებას იძლევა. ამდენად, პეტრომედია წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონალურ კვანძს, ხოლო „რომპეტროლი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტიორს ქვეყანაში.

 

ჯგუფის მფლობელობაშია ასევე, მეორე ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა „ვეგა“, რომელსაც 110 წლიანი ისტორია აქვს. იგი კლასიკური ნავთობგადამმუშავებელი ქარხნიდან ნახევრად გადამუშავებული ნავთობ პროდუქტების მწარმოებელ და მომწოდებელ კომპანიად გადაიქცა, რომელიც სრულყოფს „პეტრომიდიას“ მიერ მიწოდებულ ნახევრად გადამუშავებულ ნავთობპროდუქტს.

 

KMG Trading AG-ის მეშვეობით, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს, ჯგუფი გახდა ლიდერი ნავთობ ბაზარზე, რომელიც ოპერირებს შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში.

KMG International ჯგუფის შვილობილი კომპანია „რომპეტროლ საქართველო“ დისტრიბუციას 81 ავტოგასამართ სადგურზე ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით. ავტოგასამართი სადგურების ქსელის გარდა, კომპანია ახორციელებს საბითუმო ვაჭრობას ბათუმის ნავთობტერმინალში არსებული ნავთობბაზისა და თბილისში არსებული ნავთობბაზის მეშვეობით.

 

„რომპეტროლ საქართველო“ მომხარებლისათვის ცნობილია როგორც ბაზრის ლიდერი კომპანია ნავთობპროდუქტების ხარისხის თვალსაზრისით, რომელიც უმაღლესი ხარისხის ევრო-5 სატნდარტის საწვავის რეალიზაციას ახორციელებს. იგი 2005 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას 800-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. „რომპეტროლ საქართველო“ მუდმივად სთავაზობს თავის მომხმარებელს ახალ და საინტერესო პროდუქტებს, როგორც კორპორატიულ ასევე საცალო სფეროში.

 

კომპანიამ ქსელის გაფართოვებაც დაიწყო. ახალი სადგურები გაიხსნა რუსთავში, ჭიათურაში, თერჯოლაში, ბათუმში, ფოთსა და გონიოში. დასასრულს უახლოვდება ახალი კონცეფციის სადგურის მშენებლობა ბორჯომში. 2020 წლის ბოლომდე კი 10-მდე ახალი სადგურის დამატება იგეგმება როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე დასავლეთ საქართველოშიც.