(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს უმსხვილესი ნავთობკომპანიები სრულ მზადყოფნაში ხვდებიან მსოფლიოს დღევანდელ უმთავრეს გამოწვევას

24 მარ '20

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი, ქვეყნის უმსხვილესი ნავთობკომპანიები სრულად ახორციელებენ საკოორდინაციო საბჭოს მითითებებს და იმავდროულად ყოველდღიურად, დაუღალავად და პირუთვნელად დგანან თითოეული მოქალაქის სამსახურში“ - აცხადებს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი, შავლეგ მიშველაძე.

„სოციალური პასუხისმგებლობა და მაღალი სამოქალაქო შეგნება უკვე წლებია ბრენდული ნავთობკომპანიების ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ასე იყო ქვეყნისათვის რთულ ყველა ეტაპზე - ასეა ახლაც! განსხვავებაა ისაა, რომ დღეს სერვისთან, უსაფრთხოებასთან და ხარისხთან ერთად, უპირველეს სიბრტყეზე მომხმარებლის - თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობამ გადმოიწია. უმოკლეს ვადებში, მცირე შეფერხებებისა და ლოგისტიკური სირთულეების დაძლევის შემდეგ   ბრენდული გასამართი სადგურები ადაპტირდა COVID 19-საგან თავდასაცავი პირველადი საშუალებებით. მთელი საქართველოს მასშტაბით გასამართ სადგურებზე განთავსდა სადეზინფექციო სითხეები, პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებები, ხელთათმანები. პერსონალს დამატებით განემარტა თავდაცვის თითოეული საშუალების მნიშვნელობა. სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, მომხმარებლების უსაფრთხო კომფორტის უზრუნველსაყოფად, ბრენდული ნავთობკომპანიები საჭიროების შემთხვევაში ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ გასამართი სადგურების თანამშრომელთა ტრანსპორტირებას როგორც ავტომაგისტრალების მიმდებარე ობიექტებზე, ისე სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში. შეფერხების გარეშე მიმდინარეობს ნავთობპროდუქტების იმპორტი, შიდა ლოგისტიკური გადანაწილება და მიწოდება გასამართ სადგურებამდე.  მომწოდებელი ქარხნების ქვეყნებში მოვლენების შესაძლო განვითარების მიხედვით დამუშავებულია ნავთობპროდუქტების მოწოდების ალტერნატიული მარშრუტები“ - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.