(+995 32) 2 202-215

სიახლეები

“დღეს სოლიდარობასა და ერთმანეთის გვერდში დგომას ალტერნატივა არ გააჩნია”: საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და მისმა წევრმა კომპანიებმა C0VID19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად 5 მილიონი ლარი გაიღეს

27 მარ '20

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ COVID19-თან  საბრძოლველად საკუთარი სახსრებიდან 300 000 ლარი გამოყო. ამას გარდა, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა “StopCov” ფონდში გადასარიცხად საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალურ ანგარიშზე შემდეგი თანხები ჩარიცხეს:

 

1

სილქნეტი

1,000,000 ლარი

2

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი

300,000 ლარი

3

ანაგი

300,000 ლარი

4

VTB ბანკი

200,000 ლარი

5

სოკარი

200,000 ლარი

6

თეგეტა მოტორსი

200,000 ლარი

7

ფილიპ მორის საქართველო

100,000 ლარი

8

BasisBank

100,000 ლარი

9

Euro Games Technologies საქართველო

50,000 ლარი

10

იუჯითი

50,000 ლარი

11

ლილო მოლი

20,000 ლარი

12

ელიტ ელექტრონიკსი

20,000 ლარი

13

ბორან მაინინგი

10,000 ლარი

14

მაგისტილი

10,000 ლარი

15

ლუტეცია

10,000 ლარი

 

აღნიშნულის პარალელურად, “StopCov” ფონდში პირდაპირი ფინანსური კონტრიბუცია გააკეთეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა შემდეგმა კომპანიებმა:

 

1

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

1,000,000 ლარი

2

აიდიეს ბორჯომი საქართველო

500,000 ლარი

3

პე ეს პე ჯგუფი

300,000 ლარი

4

ემ კვადრატი

100,000 ლარი

5

ნიკორა

100,000 ლარი

6

DIRSI

100,000 ლარი

7

ჯორჯიან მანგანეზი

100,000 ლარი

8

თბილღვინო

50,000 ლარი

9

ჯი დი ჯგუფი

50,000 ლარი

10

დაგი

30, 000 ლარი

გარდა ფინანსური შენატანებისა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთმა წევრმა აქტიური კონტრიბუცია გასწია სპეციალური სამედიცინო საშუალებების შეძენის გზით, კერძოდ:

 

ორბი

1,000,000 ლარი

 

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად იყო და არის ჩართული ეპიდემიის გავრცელების პრევენციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციასა თუ არსებული ვითარებით გამოწვეული სხვადასხვა პრობლემების მოგვარების საქმეში. ჩვენ ასევე ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენი წევრების წინაშე მდგარი გამოწვევების იდენტიფიკაციასა და მათი გადაჭრის გზების მოძიების კუთხით. მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, რომელთა წინაშეც ადგილობრივი ბიზნესი უკვე დგას, ვფიქრობთ, რომ სოლიდარობას, ერთმანეთის დახმარებასა და გვერდში დგომას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს, რომელთაც ამ ძნელბედობის ჟამს საკუთარი ფინანსური წვლილი შეიტანეს პანდემიასთან ბრძოლის საქმეში. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კი საკუთარი სახსრებიდან პანდემიასთან ბრძოლისათვის 300,000 ლარი გამოყო.

 

ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეისათვის მდგარი რთული გამოწვევების დასაძლევად მსგავსი კონსოლიდაცია არის ბიზნეს სექტორის სოლიდარობის ნათელი მაგალითი. მისასალმებელია, რომ ჩვენი წევრი კომპანიების აქტიურობა COVID19-თან ბრძოლაში კვლავაც გრძელდება და ჩვენ საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას იმ დამატებითი კონტრიბუციების შესახებ, რასაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხვა წევრი კომპანიები პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად  გაიღებენ” - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებაში.

“StopCov” ფონდში აკუმულირებული თანხები, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

https://stopcov.ge