(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამა წლის 6 აპრილის #92 ბრძანებით განსაზღვრულ ცვლილებებს

8 აპრ '20

“აღნიშნული ცვლილებები მინიმუმამდე შეამცირებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების მიერ აღურიცხავი საწვავის იმპორტის შესაძლებლობას”- აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

“ეს გადაწყვეტილება ცალსახად არის ბიზნესისა და ფინანსთა სამინისტროს ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთი კარგი მაგალითი.  ჩვენ ყოველთვის უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობდით და ვმუშაობთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესის შემდგომ გაჯანსაღებასა და განვითარებას. მადლიერი ვართ მათი ამ გადაწყვეტილების და დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით კიდევ ბევრ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელი ღონისძიებების გატარებას ჩავუყრით საფუძველს. სტაბილური ბიზნეს გარემო, სამართლიანი და ყველასათვის თანაბარი, კონკურენტული პირობები უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი სახის ბიზნესის სწორად და ჯანსაღად წარმართვისათვის. დღეს, როდესაც ადგილობრივი ბიზნესი რთული გამოწვევების წინაშე დგას, სწორედ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები დაიცავს კეთილსინდისიერ ბიზნესს და შექმნის კრიზისის დასაძლევად აუცილებელ წინაპირობებს. ჩვენ, ბუნებრივია, ვაგრძელებთ სამართლიან, პროფესიულ და ეფექტურ კომუნიკაციას ფინანსთა სამინისტროსა და ზოგადად საქართველოს ხელისუფლების სხადასხვა შტოსთან, რაც, სხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებთან ერთად, გულისხობს ამა თუ იმ ბიზნეს სექტორში პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას და მათ მიტანას ხელისუფლებისადმი შემდგომში აუცილებელი გადაწყვეტილებების მისაღებად. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს” - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.