(+995 32) 2 202-215

სიახლეები

BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლები შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს შეხვდნენ

7 მაის '20

ბიზნესის საქმიანობის განახლება და მასთან დაკავშირებიული რეგულაციები განიხილებოდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

შეხვედრის ფარგლებში, კომპანიების წარმომადგენლებმა დეპარტამენტის უფროსისგან მოისმინეს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც ბოლო პერიოდია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მიმართავს სამუშაო ადგილებზე COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნებისათვის, ასევე საუბარი შეეხო კომპანიების შემოწმების პროცესსა და მასთან დაკავშირებული პრობლემატურ საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია ბიზნესში, შესაბამისად, დისტანციურ შეხვედრაში 130-მდე კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პანდემიისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე ვიყოთ ადმინისტრაციულ ორგანოსთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმატში, რადგანაც სამუშაო ადგილების უსაფრთხოება და დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა წარმოადგენს ბიზნესის უმთავრეს საზრუნავს, ასევე ამ კომუნიკაციამ უნდა დააჩქაროს ბიზნესის საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა და მომავალში უზრუნველყოს კომპანიების სტაბილური ოპერირება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.