(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას  „იბერია ბიზნეს ჯგუფი“ შეუერთდა

19 აგვ '20

"იბერია ბიზნეს ჯგუფის" საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანებით, ასოციაციის რიგებს შეუერთდა ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს ჯგუფი, რომელსაც ფართო ბიზნეს პორტფელი აქვს. 

საავტომობილო ჰოლდინგი ,,იბერია ბიზნეს ჯგუფი“ (IBG) 1999 წელს დაარსდა.  IBG ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში შემდეგი საავტომობილო ბრენდების: Volkswagen, Audi, Skoda Auto, Seat, Kia Motors და Mitsubishi Motors. ჰოლდინგი ახორციელებს, როგორც ახალი ავტომობილების იმპორტირებასა და რეალიზაციას,  ასევე,  მომსახურებას ავტოსერვისის, ავტოსათადარიგო ნაწილების, ზეთებისა და საბურავების მიმართულებით.

ჰოლდინგის შემადგენლობაშია რუსთავში მდებარე მეორადი ავტომობილების ბაზრობა Myauto და ავტოსათადარიგო ნაწილების, ზეთებისა და საბურავების იმპორტიორი კომპანია ITA.

2005 წლიდან, ჰოლდინგს საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ შეუერთდა.