(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში Meliora 2020 განაცხადების მიღება გრძელდება

30 ნოემ '20

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში Meliora 2020, განაცხადების მიღება 7 დეკემბერს დასრულდება.
 
Meliora - საქართველოში ყველაზე გამორჩეული ჯილდო ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებისათვის აჯილდოვებს. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და  საზოგადოებაში ცნების პოპულარიზაციას, კომპანიების წახალისებას დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.
 
Meliora  „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით დაარსდა. ამ ორი წლის განმავლობაში კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა მსხვილმა და მცირე/საშუალო კომპანიამ 140-მდე განხორციელებული CSR პროექტით მიიღო.
 
Meliora 2020 - ეძღვნება იმ პროექტებსა თუ ინიციატივებს, რომლებიც კომპანიებმა თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში განახორციელეს Covid 19-თან საბრძოლველად.
 
კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი ზომის კომპანიას შემდეგ კატეგორიებში შეუძლია:
 
თანამშრომელთა მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
მომხმარებელთა და მომწოდებელთა მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
საზოგადოების მხარდაჭერა COVID-19 -ის პანდემიის პერიოდში
მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
წამყვანი ქართველი და უცხოელი  ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს და გამოავლენს საუკეთესოებს CSR-ინიციატივების სათანადოდ დაგეგმვის,  თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის მიხედვით.
 
გამარჯვებულები 2021 წლის გაზაფხულზე გამოვლინდებიან.
 
კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ბიზნესკომპანიებს გააცნონ საზოგადოებას თავიანთი CSR პროექტები და მოიპოვონ აღიარება.  Meliora – კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებაზე ორიენტირებული  ბიზნესასოციაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი საექსპერტო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაფუძნდა.
 
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ვებ-გვერდზე www.meliora.ge არის განთავსებული.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: სალომე თოფურიძეს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთერთობის ექსპერტსს - 599326555, [email protected]