(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური სექტორის შემფასებელი პროგრამის წარმომადგენლებს ქვეყანის წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევები გააცნო

9 თებ '21

კოვიდ 19-ის  გავლენა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ისევე როგორც არსებული ბიზნესგარემო, ფინანსური სექტორის მიმდინარე გამოწვევები და დედოლარიზაციის პოლიტიკა განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური სექტორის შემფასებელი პროგრამის (Financial Sector Assessment Program (FSAP)) წარმომადგენლებს შორის გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ლარის კურსს და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კერძოდ გაცვლითი კურსის არსებული მდგომარეობის შეფასებასა და იმ პრობლემებს, რომელსაც სავალუტო კურსის ცვალებადობა უქმნის ბიზნეს ოპერატორებს.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი საქმიანი კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებით გრძელდება. ჩვენ უკვე წლებია ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელიც აქტიურად ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებას და ნამდვილად არის ქვეყნის უმთავრესი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორი.  ვიმსჯელეთ მიმდინარე ეკონომიკურ საკითხებსა და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ეტაპობრივად გამოსწორდება, რაც განაპირობებს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.