(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს კომპანია „სვანიძე ჰოლდინგი“  შემოუერთდა

12 მარ '21

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრი, კომპანია „სვანიძე ჰოლდინგი“ წარმატებულმა ქართველმა მეწარმემ, გიორგი სვანიძემ მის მიერ შექმნილი ბიზნეს პორტფელის სამართავად და ახალი ინვესტიციების მოსაზიდად დააფუძნა. ჰოლდინგის ძირითადი მისიაა ხელი შეუწყოს და წაახალისოს ის  კომპანიები,  რომლებიც გვთავაზობენ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს მსოფლიო გლობალურ ბაზრებზე.

„სვანიძე ჰოლდინგი“ 2007 წლიდან ახორციელებს გრძელვადიან და დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პროექტებს, ამავდროულად, კომპანია უძრავი ქონებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლიენტებს სთავაზობს სერვისებს, რომელიც უზრუნველყოფს  ინვესტიციების განხორციელების რისკების შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგის დამფუძნებელი გიორგი სვანიძე, ამჟამად თავმჯდომარეობს ზეთისხილის მსოფლიო საბჭოს, ხოლო თავად ჰოლდინგი აერთიანებს  შემდეგ კომპანიებს:  King’s Garden, Golf Land, Sheikh Land, Georgian Spa, Georgian Olive and Chateau Svanidze Winery.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შემოუერთდა „სვანიძე ჰოლდინგი“, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი და მუშაობს ინოვაციურ საინვესტიციო პროექტებზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და ორმხრივად სარგებლიანი იქნება. კიდევ ერთხელ მივესალმებით გიორგი სვანიძეს და მის გუნდს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დიდ ბიზნეს ოჯახში“ - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.