(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გილოცავთ შობა-ახალ წელს!

31 დეკ '21

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია როგორც ქართული ბიზნესის დიდი ოჯახი, გულითადად გილოცავთ დამდეგ 2022 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებულ საქმიანობასა და ახალ მიღწევებს!

ამავდროულად, წინასაახალწლოდ გვინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ და შევაჯამოთ 2021 წელი. მიუხედავად კოვიდპანდემიისა და პანდემიით განპირობებული გამოწვევებისა, ბიზნეს სექტორმა შეძლო სწრაფი და ეფექტიანი რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ზოგიერთი სექტორი პრაქტიკულად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ ნიშნულებსა და მაჩვენებლებს, რაზეც ცალსახად მეტყველებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMCG კვლევითი ჯგუფის მიერ, ifo ინსტიტუტთან თანამშრომლობით, BAG ინდექსის ფორმატში წარმოებული ა.წ. მე-4 კვარტლის კვლევის შედეგები. 

ასევე სასიხარულოა, რომ 2022 წლის მოლოდინები და განწყობა ოპტიმისტურია. ასეთი განწყობების ფონზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი წელი იქნება ეკონომიკური დოვლათისა და კეთილდღეობის წელი სრულიად საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის თითოეული ოჯახისათვის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს წევრი კომპანიების ინტერესების დაცვისა და ადვოკატირებისთვის. ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს ბიზნეს გარემოს, ღირებულებას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისათვის.

2021 წელს საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შემოუერთდა 20-მდე ახალი წევრი, რაც ხაზს უსვამს ჩვენს სიძლიერეს და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ წევრებთან ერთად დაუღალავი შრომითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის  უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნას.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს წევრ კომპანიებს ნდობისა და ერთად გაწეული შრომისათვის, ვინაიდან სწორედ თქვენ ქმნით იმ დიდ ერთობას, რასაც BAG ქვია.

იმედს გამოვთქვამთ, რომ 2022 წელი იქნება წარმატებული და სიკეთის მომტანი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ბიზნესსექტორისა და მასში დასაქმებული ადამიანებისთვის.   

კიდევ ერთხელ, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს ბიზნესს სექტორს და სრულიად საქართველოს დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს, ბედნიერებას, ულევ სიხარულს, კეთილდღეობასა და ახალ მიღწევებს პირად თუ პროფესიულ ასპარეზზე!