(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქველმოქმედო მარათონი - "ჩვენ უკრაინისთვის"

1 მარ '22

საქართველოს პირველი არხი, წითელ ჯვართან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო მარათონს - „ჩვენ უკრაინისთვის“ გამართავს.
 
პირველ მარტს 22:00 საათზე საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, დაეხმაროს უკრაინას. მარათონში ჩართვის შესაძლებლობა სატელეფონო ზარის საშუალებით, ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, საზოგადოების ყველა წევრს ექნება.
 
ანგარიშის ნომერი: GE84BG0000000533473787GEL
ან დარეკეთ ნებისმიერი ქსელიდან: 16 222
ზარის ღირებულება 1 ლარი
გავერთიანდეთ მეგობრებისთვის! უკრაინისთვის!