(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კომპანია "კარფური" გაწევრიანდა

4 აპრ '22

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ვაჭრობის სექტორის წარმომადგენელთა რიცხვი კიდევ უფრო იზრდება. ამჯერად, BAG-ის ჰიპერმარკეტების და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი "კარფური" შეუერთდა.

1995 წელს კარფურის ბრენდი  წარმოდგენილი იქნა Majid Al Futtaim-ის მიერ. აღსანიშნავია, რომ კომპანია კარფურის რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც ფრანგულ ბრენდს, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 30 ქვეყანაში წარმოადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ "კარფურისთვის" 2012 წელს ქართულ ბაზარზე შემოსვლა სტრატეგიული ნაბიჯი იყო. კომპანიამ საქართველოში განვითარების მაღალი პერსპექტივა დაინახა და დღეისათვის 69 მაღაზიითა და 3000-მდე დასაქმებული თანამშრომლით არის წარმოდგენილი.

ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს.

"მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, მიუხედავად მსოფლიო მასშტაბით არსებული გამოწვევებისა, რომელიც აისახება ქართულ ეკონომიკაზე, უწყვეტად განაგრძობს ზრდას და განვითარებას. BAG-ის განვითარების საკვანძო/მთავარი ინსტრუმენტია ჩვენი წევრების გამოცდილება, რომელსაც გამუდმებით ვუზიარებთ ერთმანეთს და ასევე ერთობლივად ვპოულობთ კონკრეტული საკითხების გადაჭრის გზებს. დღეს მეტად სასიხარულო მატება გვაქვს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანდა ჰიპერმარკეტების და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი, "კარფური". 

ასოციაციის ფორმატში აქამდეც აქტიურად ვმუშაობდით საცალო გაყიდვების ქსელებთან იმ პრობლემატიკაზე, რომელიც კომპანიებს ყოველდღიურ საქმიანობაში წარმოექმნებათ, აღსანიშნავია, რომ პანდემიურ 2020 წელს სწორედ ასოციაციის აქტიური ძალისხმევით მოხერხდა საცალო ქსელებში სასურსათო პროდუქციის ბუნებრივი დანაკარგების დაბეგვრისგან გათავისუფლება, რომელიც მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთი იყო მათთვის. თუმცა გამოწვევები რჩება და ამ მასშტაბის საერთაშორისო ბრენდის ჩართულობა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს საერთო ძალისხმევას" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.