(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში პროფესიული განათლების საუკეთესო პრაქტიკას დანერგავს

3 მაის '22

USAID-ის პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის დაფინანსებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია  გეგმავს ფინური პროფესიული განათლების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას საქართველოში ინოვაციური პარტნიორული მოდელის პილოტირების გზით. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და USAID-ის პროგრამამ „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ღონისძიებას ესწრებოდა USAID/საქართველოს მისიის დირექტორი, პიტერ ვიბლერი; საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე; ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე; „ევექსის ჰოსპიტლების“ დირექტორი, გიორგი მინდიაშვილი და „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორი, ზურაბ ქიტოშვილი. ასევე აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა, ხათუნა კვიციანმა და პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ ქიტიაშვილმა.   

ზემოხსენებული პროგრამის მიზანია საერთაშორისო პარტნიორის დახმარებით შეიქმნას სამეწარმეო უნარების განვითარების ახალი მოდელი, რაც დაეხმარება ასოციაციას გადაჭრას წევრი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევა, კერძოდ, პროფესიული უნარების მქონე კადრების დეფიციტი.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა „ევექსის ჰოსპიტლებმა“ და „ჯეო ჰოსპიტალსმა“ ასევე გააფორმეს თანამშრომლობის დოკუმენტები, რაც გულისხმობს საექთნო საქმის მენეჯერთა სერტიფიცირებასა და საექთნო საქმის მიმართულებით საგანმანათლებლოს რესურსების განვითარებას, რაც თავის მხრივ პოზიტიურად აისახება ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის ზრდაზე.

„გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ USAID-ის თანამშრომლობისა და ჩვენის ქვეყნის აქტიური მხარდაჭერისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევის შედეგად პროფესიული და კვალიფიციური კადრების დეფიციტი გამუდმებით სახელდება ბიზნესის კეთების ხელისშემშლელ ფაქტორებში. აქედან გამომდინარე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია USAID-თან ასეთი ტიპის თანამშრომლობა, რომელიც ორიენტირებულია, სწორედ იმ ძირითად გამოწვევაზე, რაც ასე ხშირად არის წარმოდგენილი ჩვენს წევრ კომპანიებსა და ზოგადად ბიზნეს სექტორში. მოხარულნი ვართ, რომ მოგვეცა კიდევ ერთი შესაძლებლობა წვლილი შევიტანოთ საქართველოში საგანმანათლებლო რესურსების განვითარებასა და  პროფესიული არჩევანის სწორად ფორმირებაში“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.