(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოში პირველი პროფესიული ფინური ტრენერთა ტრენინგი საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და Omnia Education Partners-ის თანამშრომლობით ჩატარდა

22 ნოემ '22

ფინელმა პარტნიორებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით დაასრულეს ტრენერთა ტრენინგი, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგის დასკვნით ნაწილში მონაწილეებს გადაეცათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი, ფინეთში აკრედიტირებული დიპლომები, რომლის მეშვეობით ისინი შეძლებენ კოლეგებთან მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის გაზიარებას.

ზემოხსენებული ტრენინგის მთავარი მიმართულებები იყო „მეწარმეობა - ბიზნესის დაგეგმვა და დაწყება“ და „პროდუქტების განვითარება - ნოვატორი კომპანიაში“, რომელსაც ფინელი ინსტრუქტორები  წარუძღვნენ და მასში მონაწილეობა ასოციაციის წევრი კომპანიების 15-მა წარმომადგენელმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი პროფესიული ტრენერთა ტრენინგი (TOT) საქართველოში, რომელიც ფინური მოდულების შესაბამისად განხორციელდა.

“USAID-სა და Omnia Education Partners-ის ერთობლივი პროექტი დასკვნით ფაზაში გადავიდა. ტრენერთა ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ფინური პროფესიული ტრენინგები სრულად ეთმობოდა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ფინური მოდელის გაზიარებას, როგორც მეწარმეობის, ასევე პროდუქტების განვითარების მიმართულებით. მადლობას ვუხდით პარტნიორებს თანამშრომლობისთვის და დარწმუნებულები ვართ, წინ ბევრი საინტერესო ერთობლივი პროექტი გველოდება” - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის, „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფინანსური მხარდაჭერით.