(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

5 დეკ '22

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, ამჯერად ასოციაციას კომპანია „ტრანსპორტერი“ შემოუერთდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, წარმოადგენს რეკრეაციული და მოტო ტექნიკის ყველაზე დიდ ცენტრს ამიერკავკასიის რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად თანამშრომლობს ათეულობით ცნობილ მსოფლიოში წამყვან ბრენდებთან, როგორიცაა: BRP (BOMBARDIER RECREATIONAL PRODUCTS), CFMOTO, KAWASAKI, KYMCO, QUICKSILVER, PILOTCAR, JOBE, TUCANO URBANO, AGV, TEXTRON, ARGO, LVTONG, KARSAN, GOVECS, PISTENBULLY, MND,IDM FRANCE, FLAGMORE, BOSCHUNG,GBH-DESIGN, VOLVO PENTA, GARDENA, HUSQVARNA და სხვა. კომპანია ზემოხსენებული ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში, ზოგიერთი მათგანის კი სომხეთსა და აზერბაიჯანშიც.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრანსპორტერის ჰოლდინგი სამ შვილობილ კომპანიას აერთიანებს, კერძოდ: Mountain Resorts Solutions და Transporter Agro.

კომპანია თბილისისა და ბათუმის ფილიალებითაა წარმოდგენილი საქართველოში, რომლებიც მოიცავს შოურუმს, სერვისს და ოფისს.

„მივესალმებით „ტრანსპორტერს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. „ტრანსპორტერი“ არის ერთ-ერთი უმსხვილესი დისტრიბუტორი კომპანია საქართველოში, რომელიც პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. ახალი ბრენდების შემოსვლას მოჰყვება შესაბამისი ეკონომიკური აქტივობა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო და ორმხრივად სასარგებლო იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.