(+995 32) 2 202-215

სიახლეები

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას გამორჩეული პარტნიორის ჯილდო გადასცა

31 იან '23

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2022 წლის ანგარიშის წარდგენაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ორგანიზაციებსა და პარტნიორებს, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში ნაყოფიერად ითანამშრომლეს სააგენტოსთან, რომელთა შორის საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან, ერთ-ერთი და გამორჩეული გახლავთ სწორედ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, ვინაიდან სააგენტოს აქვს სპეციფიური სერვისები, რომელსაც ის სთავაზობს დამსაქმებელებს და BAG, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის მიწოდებას ბიზნესისა და მისი წევრი კომპანიებისთვის.

როგორც მოგეხსენებათ, BAG ინდექსის თანახმად, ბიზნესის კეთების ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად სახელდება კადრების დეფიციტი, რაც საჭიროებს შესაბამის რეაგირებასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მაქსიმალურად ცდილობას კავშირების დამყარებას, ისეთ პარტნიორ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ რესურსები, არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ადამიანური რესურსების მოძიება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და შესაბამისი საკომუნიკაციო პლატფორმების შექმნა. სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორის საერთო გამოწვევაა კადრების დეფიციტი, რასაც ადასტურებს BAG ინდექსის კვლევის შედეგები, აღნიშნული კი მოითხოვს ეფექტიან კომუნიკაციასა და კოორდინირებულ მუშაობას. ჩვენთვის პატივია დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს გამორჩეულ პარტნიორად დასახელება, რისთვისაც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.