საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ გამარჯვებას
27 მარ '24
მოხარულნი ვართ, ჩვენი ეროვნული ნაკრების უდიდესი წარმატებით! გუშინდელი დღე ისტორიული დღეა, რომელიც 3 ათეული წლის განმავლობაში ყოველი ჩვენგანის ოცნებად რჩებოდა, თუმცა დღეს ეს უკვე რეალობაა - საქართველო მონაწილეობას მიიღებს ევროპის ტურნირში, სადაც, დარწმუნებულები ვართ, რომ, ასევე, ღირსეულად წარვდგებით.
გუშინდელი დღე, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ როგორი მნიშვნელოვანია საერთო იდეის გარშემო გაერთიანება და მიზნისაკენ ერთობლივი სწრაფვა. სწორედ ეს არის ის აუცილებელი მუხტი, რომელსაც შეუძლია ქვეყნისთვის დიდი წარმატების მოტანა!
მადლობას ვუხდით ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და თითოეულ ფეხბურთელს თავდადებული ბრძოლისთვის, შრომისა და მონდომებისთვის!
დიდი მადლობა გამორჩეულ გულშემატკივარს, რომელიც ბოლომდე გულმხურვალედ გულშემატკივრობდა საკუთარ ქვეყანას!
სწორედ ასეთი ერთიანობითა და სულისკვეთებით შევძლებთ იმ მიზნების მიღწევას, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ მოუტანს მრავალ წარმატებას!