საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
7 ნოემ '24
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ასოციაციის წევრთა მორიგი ყრილობა გაიმართა, სადაც BAG-ის წევრებმა ასოციაციის პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აირჩიეს.
ყრილობის მსვლელობისას ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, წევრი კომპანიების წარმომადგენლებს 2019-2024 წლის BAG-ის ანგარიში წარუდგინა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ასოციაციის ბოლო ხუთი წლის საქმიანობა, ამოცანები და მიღწევები.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს სამეთვალყურეო საბჭოს, როგორც ძველ, ასევე ახალ წევრებს სამეთვალყურეო საბჭოში არჩევას. ასევე ულოცავს პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს და უსურვებს წარმატებული საქმიანობის გაგრძელებას. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ბიზნეს სექტორის სამართლიანი და ობიექტური ინტერესების წარდგენა და დაცვა. სწორედ ამიტომ ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებთან. ბიზნეს წრეების კონსოლიდაციითა და ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი ხდება იმ მიზნებისა და ამოცანების მიღწევა, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“ - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ყრილობა იმართება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, სადაც ხმათა უმრავლესობით ხდება კანდიდატების არჩევა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა:
- სოსო ფხაკაძე - საბჭოს წევრი, პრეზიდენტი (ვისოლი)
- ლაშა პაპაშვილი - საბჭოს წევრი, პირველი ვიცე პრეზიდენტი (რედიქსი)
- არჩილ კონცელიძე - ვიცე პრეზიდენტი/საბჭოს წევრი (ალტე უნივერსიტეტი)
- გიორგი აბაშიძე - საბჭოს წევრი (ტურინვესტი)
- დიმიტრი აბდუშელიშვილი - საბჭოს წევრი (ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი)
- ლევან ბაღდავაძე - საბჭოს წევრი (IDS ბორჯომი)
- დავით ბეჟუაშვილი- საბჭოს წევრი (ჯიაიჯი)
- ვახტანგ ბუცხრიკიძე - საბჭოს წევრი (თიბისი ბანკი)
- თამაზ გაიაშვილი - საბჭოს წევრი (საქართველოს ავიახაზები)
- არჩილ გაჩეჩილაძე - საბჭოს წევრი (საქართველოს ბანკი)
- არჩილ გეგენავა - საბჭოს წევრი (ფუდმარტი)
- ნიკოლოზ გულდედავა- საბჭოს წევრი (აკადემია ჯგუფი)
- გიორგი კვარაცხელია - საბჭოს წევრი (ლილო მოლი)
- ნინო კობახიძე - საბჭოს წევრი (გლობალ ბენეფიტსი)
- თემურ კოხოძე - საბჭოს წევრი (თეგეტა მოტორსი)
- პაატა კურტანიძე - საბჭოს წევრი (ავერსი)
- გიორგი კურცხალია - საბჭოს წევრი (მაგისტილი)
- ხვიჩა მაქაცარია - საბჭოს წევრი (CBS ჯგუფი)
- ივანე ნაკაიძე- საბჭოს წევრი (პეტროკას ენერჯი)
- ნოშრევან ნამორაძე - საბჭოს წევრი (ვი არ ჰოლდინგი)
- ზაზა ნიშნიანიძე - საბჭოს წევრი (ელ არ ჯი)
- გიორგი რამიშვილი- საბჭოს წევრი (სილქ როუდ ჯგუფი)
- ალექსანდრე სამხარაძე- საბჭოს წევრი (თრეიდლაინი)
- ზურაბ ჩხაიძე - საბჭოს წევრი (კახური ტრადიციული მეღვინეობა)
- დავით ცაავა - საბჭოს წევრი (ბაზის ბანკი)
- ნათია ცაბუტაშვილი - საბჭოს წევრი (მედ დიაგნოსტიკა)
- ივლიანე წულაია - საბჭოს წევრი (არქი)
- ირინა ჭელიძე - საბჭოს წევრი (გეა)
- გრიგოლ ჭირაქაძე - საბჭოს წევრი (იუ-ჯი-თი)