"საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
19 დეკ '16
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს „საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ“ შემოუერთდა.
„საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 700-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს 22 ბრენდს.
„აი სი არ“ 2016 წლიდან ოპერირებს როგორც ჰოლდინგი და აერთიანებს სხვადასხვა კომპანიებს: International Corporation ICR, ICR Trade, ICR Food and Beverage, Hippo.