(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს „ორბი ჯგუფი“ შემოუერთდა 

25 აპრ '19

„ორბი ჯგუფი“ - საერთაშორისო ჰოლდინგი, უმსხვილესი დეველოპერი ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომლის ბიზნეს-ფორტფოლიო მოიცავს 3 000 000 მ2  ფართობის უძრავ ქონებას და 20 წელია სამშენებლო ბაზარზე ოპერირებს. 

ეს არის ჰოლდინგი, რომელმაც საქართველოში ინვესტირებით დააინტერესა მყიდველები მსოფლიოს 72 ქვეყნიდან.

„ორბი ჯგუფმა“ არაერთხელ მოიპოვა მსოფლიო აღიარება უძრავი ქონების სფეროში. მიმდინარე გრანდიოზული პროექტით, ORBI TWIN TOWER  ამ სფეროში „ოსკარის“, FIABCI  Prix d'Excellence-ის  მფლობელი გახდა. 

„ორბი ჯგუფი“ პირველი ჰოლდინგია რეგიონში, რომელმაც სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსები შექმნა და საქართველოში ცათამბრჯენების მშენებლობის ტენდენციას ჩაუყარა საფუძველი. 

Orbi  Sea Towers, Orbi Residence, Orbi Plaza, Orbi Beach Tower - ეს „ორბი ჯგუფი“-ს წარმატებული მრავალფუნქციური პროექტებია. კომპანიის ყველა პროექტი უნიკალურია, სწორედ ამიტომ „ორბი ჯგუფის“ მიერ განხორციელებულმა მშენებლობებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს ქალაქის იერსახე და თითოეული მათგანი ბათუმის სავიზიტო ბარათად იქცა.  „ორბი ჯგუფის“ აპარტამენტებში ყოველწლიურად ისვენებს 1 200 000 ტურისტი.  

„ორბი ჯგუფი“ აშენებს სამთო-სათხილამურო კურორტზეც.  ბაკურიანში აპარტ-ოტელის Bakuriani Palace-ის მშენებლობამ, ზამთრის კურორტზე ტურიზმის განვითარებას  მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.  

ჰოლდინგის პრიორიტეტი ადამიანის ცხოვრებისა და  განვითარებისათვის, ღირსეული და კომფორტული პირობების უზრუნველყოფა და მომხმარებელთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობაა.

„ორბი ჯგუფმა“ შექმნა სტაბილური ბიზნესი სწრაფი ტემპებით განვითარებად რეგიონში  და შეძლო 6 000-ზე მეტი ადამიანის დასაქმება. „ორბი ჯგუფს“ დაგეგმილი აქვს არა-ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება საქართველოში. „ორბი ჯგუფი“ არის ჰოლდინგი, რომელიც მუდმივად ინოვაციების ეპიცენტრშია!