(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეხვედრა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელობასთან

31 ივლ '15

მიმდინარე წლის 31 ივლისს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და  ბიზნესომბუდსმენის აპარატის ორგანიზებით გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების შეხვედრა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელობასთან.
შეხვედრაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს უწყებაში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს. მხარეებმა ისაუბრეს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, ბიზნეს სტატისტიკის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  გამოკვლევების მეთოდოლოგიასა და სხვა საკითხებზე. 
შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დამსწრეებს შესაძლებლობა  ჰქონდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ არსებული პრობლემები სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, საქსტატი აგრძელებს შეხვედრებს მომხარებელთა სხვადასხვა ჯგუფებთან.  მერი დაუშვილის თქმით, სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნის კუთხით ბიზნეს კომპანიები ძალიან აქტიურები არიან, ამასთანავე, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ბიზნეს სტატისტიკის გამოკვლევების მთავარი წყარო. ბიზნესთან თანამშრომლობა და მუდმივი დიალოგი  უზრუნველყოფს ბიზნეს სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესებას.