(+995 32) 2 202-215

სიახლეები

სასტუმროების ქსელი მგზავრები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

12 ნოემ '15

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს სასტუმროების ქსელი მგზავრები შეემატა.
შპს “სასტუმროების ქსელი მგზავრები” დაარსდა 2008 წელს, კომპანიის ბიზნესსაქმიანობას წარმოადგენს საქართველოს კურორტებზე სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, სასტუმრო აპარტამენტების რეალიზაცია და სასტუმროთა მართვა. მიმდინარე ეტაპამდე კომპანიის მიერ აშენებულია 8 სასტუმრო კორპუსი ბაკურიანში, 3 კორპუსი გონიოში და ერთი ბათუმში, სულ 600-მდე სასტუმრო ტიპის აპარტამენტი. ამჟამად მიმდინარეობს ახალი სასტუმროების მშენებლობა გუდაურში (160 ოთახი), ბაკურიანში (70 ოთახი) და გონიოში (50 ოთახი). კომპანიის მიერ მოზიდული და განხორციელებული ინვესტიცია მიმდინარე პერიოდამდე დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის წლიური ბრუნვა დაახლოებით 10 მილიონი ლარია, ხოლო კომპანიის აქტივი 20 მილიონ ლარს უტოლდება.
კომპანია ასევე ფლობს შვილობილ საწარმოებს (სოფელ გლდანულაში და ქუთაისში). წარმოების ძირითადი მიმართულებას მოწნული ავეჯის და ხის ავეჯის წარმოება შეადგენს.