(+995 32) 2 202-215

სიახლეები

სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

17 ნოემ '15

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს კომპანია სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები შეემატა.
შპს „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ რძის პროდუქტებისა და წვენების უმსხვილესი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიაა საქართველოში 1997 წლიდან. აშშ-ს სამთავრობო სააგენტო „ოპიკის“ მხარდაჭერით, განხორციელდა  ძველი საბჭოთა ქარხნის გადაიარაღება თანამედროვე რძის მწარმოებელ საწარმოდ, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
გასული 15 წლის მანძილზე „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებმა“ შეძლო ჩაენაცვლებინა წლების მანძილზე კუსტარულად წარმოებულ რძის პროდუქტებზე არსებული მოთხოვნა და შეექმნა სრულიად ახალი ბაზარი ქარხნულად წარმოებული რძის პროდუქტებისთვის. ამჟამად, „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ მომხმარებელს 5 ბრენდსა და 120-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს.
დღეისათვის, „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ ბაზრის ლიდერია რძის მიღებასა და გადამუშავებაში. „ოპიკის“ დახმარებით “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებმა“ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განავითარა რეგიონებში ნატურალური რძის შეგროვების ინფრასტრუქტურა, რომელიც კომპანიას აძლევს საშუალებას მცირე საოჯახო მეურნეობებისგან ყოველდღიურად ჩაიბაროს და აწარმოოს ქართული ნატურალური რძისგან დამზადებული მაღალხარისხიანი პროდუქტი.
2015 წელს „ოპიკმა“დააჯილდოვა “სანტე ჯი-ემ- თი პროდუქტები“ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის საქმეში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.