(+995 32) 2 202-215

სიახლეები

პროკრედიტ ბანკი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

27 იან '16

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს „პროკრედიტ ბანკი” შეემატა.

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს “BB” რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.

„პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს გერმანიის ფინანსური საზედამხედველო ორგანოები (BaFin და Bundesbank).