(+995 32) 2 202-215

სიახლეები

Baker Tilly Georgia საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

22 თებ '16

 

Baker Tilly Georgia საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

„Baker Tilly Georgia” დაარსდა 1996 წლის ივლისში, თბილისში. მიუხედავად მსოფლიოს მასშტაბით შედარებით მცირე ასაკისა, იგი წარმოადგენს ბუღალტრული და მმართველობითი კონსულტაციების ერთ-ერთ ყველაზე ხანდაზმულ მიმწოდებელს საქართველოში. 2003 წლის თებერვლიდან „Baker Tilly Georgia“ არის დამოუკიდებელი წევრი „Baker Tilly International“–ისა. მათი მომსახურების სახეებია: აუდიტი და მასთან დაკავშირებული მომსახურება, ბიზნესის და აქტივების შეფასება, კორპორატიული ფინანსები, იურიდიული და საგადასახადო, ბუღალტრული აღრიცხვა.

„Baker Tilly International“ წარმოადგენს სიდიდით მე-8 ქსელს მსოფლიოში. გასულ ფინანსურ წელს ქსელის საერთო შემოსავალმა 3.8 მლრდ. აშშ. დოლარი შეადგინა. ქსელი წარმოდგენილია მსოფლიოს 141 ქვეყანაში 165 ფირმით (742-ზე მეტი ოფისით) და ოცდარვა ათასზე მეტი თანამშრომლით.