(+995 32) 2 202-215

ჩვენი საქმიანობა

  • წევრი კომპანიების ინტერესების წარდგენა და დაცვა - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთ მთავარ მიზანს საკუთარი წევრების ლეგიტიმური ინტერესების დაცვა და ლობირება წარმოადგენს;
  • საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობა საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენისა და ლობირების გზით - ამჟამად საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში არსებობს ექვსი აქტიური კომიტეტი: "საგადასახადო-საბაჟო"; "საფინანსო"; "დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების" კომიტეტები, "სოფლის მეურნეობის განვითარების", "საკანონმდებლო ბაზის განვითარების", "ენერგეტიკის";
  • წევრი კომპანიის მიერ შემოსულ პრობლემატურ საკითხებზე სწრაფი და ადეკვატური რეაგირება - საქართველო ბიზნეს ასოციაცია იცავს წევრი კომპანიების ლეგიტიმურ ინტერესებს საკუთარი რესურსის გამოყენებით, რაც გულისხმობს საკითხში სიღრმისეულად გარკვევას, ექსპერტულ ანალიზებსა და საკითხის სამოქმედოდ მიღებას; 
  • ბიზნეს ღონისძიებებში და კონფერენციებში მონაწილეობა - გულისხმობს, როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ასევე მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს ღონისძიებებს;
  • წევრებს შორის ურთიერთობების განვითარება, როგორც ფორმალურ და სამუშაო, ასევე არაფორმალურ გარემოში - ბიზნეს კავშირების განვითარების ფართო შესაძლებლობა საქართველოს სხვადასხვა ბიზნეს სფეროში მოღვაწე წარმატებულ ბიზნესმენებთან; 
  • წევრთა კავშირების განვითარება სამთავრობო, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და დიპლომატიური სტრუქტურების წარმომადგენლებთან - ბიზნესისთვის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს სხვა ურთიერთკავშირში მყოფ სექტორებთან თანამშრომლობა და მათ წარმომადგენლებთან ურთიერთობების განვითარება; 
  • წევრებისთვის მაღალი რანგის ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ორგანიზება სამთავრობო, არასამთავრობო და დიპლომატიური სტრუქტურების წარმომადგენლებთან - ბიზნესისთვის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს ისეთი ტიპის ინდივიდუალური შეხვედრების ორგანიზებაში დახმარება, რაც ხელს შეწყობს მათი ბიზნეს შესაძლებლობების გაფართოვებას, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე; 
  • წევრი ბიზნეს ორგანიზაციების საქმიანობის ცნობადობის გაზრდაში ხელშეწყობა - გულისხმობს, როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვებგვერდზე წევრების შესახებ სიახლეების გავრცელების, ასევე შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობის მეშვეობით, საზოგადოებასთან კეთილსასურველ ურთიერთობებში და მათი ბიზნეს საქმიანობის ცნობადობის გაზრდაში ხელშეწყობას; 
  • საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სახელის გამოყენება ბრენდის განვითარებისათვის და პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმართვის პროცესში - წევრ კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სახელით, როგორც მისი ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი.