(+995 32) 2 202-215

ასოციაციის წევრები

აგარის შაქრის კომპანია

http://www.agara.ge

აგარის შაქრის გადამამუშავებელი ქარხანა საქართველოში ერთადერთი საწარმოა, რომელიც ამუშავებს და აწარმოებს თეთრ შაქარს. ქარხანა დაარსების დღიდან (1932 წელი) აწარმოებს სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილი ნორმების შესაბამის თეთრ შაქარს. ქარხანაში შაქრის წარმოება მიმდინარეობს უწყვეტ ციკლად 24 საათიან რეჟიმში და დასაქმებულია 530 ადამიანი. ქარხნის დღიური წარმადობა შეადგენს 600 ტონა თეთრ შაქარს, წლიური წარმადობა კი 150 000-160 000 ტონა თეთრ შაქარს. კომპანიის წლიური შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში სხვადასხვა გადასახადის სახით შეადგენს დაახლოებით 21 მლნ. ლარს

ავერსი

http://www.aversi.ge

ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“ 1994 წელს დაარსდა და პირველი ბიზნესნაბიჯი მედიკამენტების იმპორტი გახლდათ, თუმცა კომპანიის მასშტაბები თანდათან გაფართოვდა. დღეს „ავერსი“ არა მარტო საქართველოში და ამიერკავკასიაში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიაა. 

მისი სააფთიაქო ქსელი 213 ფილიალს აერთიანებს. ამასთან, „ავერსის“ დამფუძნებლის ინიციატივით ათიოდე წლის წინ მსოფლიო დონის საწარმოს „ავერსი-რაციონალის“ მშენებლობა დაიწყო და დღეს ამ საწარმოს პროდუქცია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაშიც მსოფლიო ფარმაცევტული ბრენდების ნაწარმს უწევს კონკურენციას. მასშტაბური პროექტის _ „ავერსის კლინიკათა“ ქსელის მშენებლობის ინიციატორიც „ავერსის“ დამფუძნებელი გახლავთ. „ავერსის კლინიკა“ მთელი საქართველოს მასშტაბით 9 სამედიცინო დაწესებულების მფლობელია. ასევე, „ავერსი“ არის სადაზღვევო კომპანიის „ალფას“ დამფუძნებელიც. ავერსმა საზოგადოებაში ქველმოქმედის სახელიც დაიმკვიდრა. სოციალურად დაუცველი ფენების მხარში დგომა და დახმარება „ავერსის“ მესვეურთა კეთილი ნების გამოხატულებაა.

აზოტი

http://www.azot.ge

რუსთავის „აზოტი“ ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილების მქონე ქიმიური საწარმო და აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. რუსთავის „აზოტში“ გარდა აზოტოვანი სასუქებისა, ასევე იწარმოება ამიაკის, ნატრიუმის ციანიდის, აზოტმჟავის, ამიაკის წყლის და სხვა პროდუქციის წარმოება. საწარმო წარმოადგენს საქართველოს შიდა ბაზარზე და ამიერკავკასიის რესპუბლიკებში აზოტოვანი სასუქების ძირითად მიმწოდებელს. საწარმო „აზოტის“ პროდუქციის მომხმარებლებია ასევე ხმელთაშუა და შავი ზღვის ქვეყნები. ბოლო წლებში იმ გამოგონებებისათვის, რომელთა დანერგვა საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს ტექნიკურ-ეკონომიური მაჩვენებლები და მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად გაიზარდოს პროდუქციის ხარისხი, საწარმოზე გაცემულია საქართველოს რესპუბლიკის პატენტები.

საწარმოში დღეს დასაქმებულია 2 ათასზე მეტი ადამიანი. დღეისათვის, რუსთავის „აზოტი“ თავისი შესაძლებლობებით ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამრეწველო საწარმოა საქართველოში.

აი სი ჯგუფი

http://www.icgroup.ge/

„აი სი ჯგუფი“ დაფუძნდა 2005 წლის 10 ნოემბერს. დაარსების დღიდან კომპანია წარმატებულად ოპერირებს სადაზღვევო ბაზარზე. კონკურენტული გარემოს მიუხედავად, „აი სი ჯგუფმა“ ღირსეული ადგილის დაკავება შეძლო საქართველოში მოქმედ წამყვან სადაზღვევო მოთამაშეებს შორის. „აი სი ჯგუფი,“ მას შემდეგ რაც 2009 წლის მაისში შეიძინა სადაზღვევო კომპანია“ სახალხო დაზღვევა“, ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე გახდა სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე.

2010-2012 წლებში კომპანია მნიშვნელოვნად იყო დაკავებული საავადმყოფოების შენება-აღჭურვით.  „აი სი ჯგუფის“ მიერ აშენებულ-აღჭურვილი საავადმყოფოები საქართველოს 7 რეგიონშია წარმოდგენილი: ხაშური, ბოლნისი, მესტია, ონი, ამბროლაური, რაჭა-ლეჩხუმი.

2011 წელს კომპანია გადავიდა ახალ სათავო ოფისში და წამოიწყო საცალო და სადისტრიბუციო ქსელის განვითარება. ამჟამად „აი სი ჯგუფი“ მუშაობს 10 ფინანსურ დაწესებულებასთან ერთად და მათთან თანამშრომლობის საშუალებით არის წარმოდგენილი ქვეყნის მასშტაბით. „აი სი ჯგუფი“ უნივერსალური კომპანიაა და ის მომხმარებელს სთავაზობს პრაქტიკულად ყველა სადაზღვევო პროდუქტს.

კომპანია აქტიურადაა ჩართული დაზღვევის სფეროს საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში როგორც საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის და სავაჭრო და ინდუსტრიული პალატის წევრი, ასევე სადაზღვევო განვითარების კავშირის დამფუძნებელი.

„აი სი ჯგუფის“ ჩართვამ აგრო დაზღვევის სუბსიდირების კანონპროქტზე მუშაობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთავრობის მიერ სუბსიდირებული აგრო დაზღვევის საპილოტე პროგრამის გაშვებაში, რომელიც  2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მასში ჩართული 5 წამყვანი სადაზღვევო კომპანიიდან ერთ-ერთი „აი სი ჯგუფია.“

აიდეკო

http://www.ideco.ge

საერთაშორისო განვითარების კომპანია „აიდეკო" საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე გამოჩნდა 2007 წელს. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია უძრავი ქონების განვითარება, მშენებლობის მენეჯმენტი, უძრავი ქონების მართვა და მომსახურება. საცხოვრებელი კომპლექსი „სახლი ოპერასთან" წარმოადგენს კომპანიის ერთ-ერთ განხორციელებულ პროექტს, რომელიც დასრულდა 2012 წელს. ქართულ სამშენებლო ბაზარზე „აიდეკომ" ერთ-ერთმა პირველმა შესთავაზა კლიენტებს ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალებით გარემონტებული ბინები და ოფისები.

„აიდეკო" აქტიურად არის ჩართული ისტორიული ბალნეოლოგიური კურორტის, წყალტუბოს რეკონსტრუქციის პროცესში. კურორტის ძირითადი სტრატეგიული დანიშნულების ადგილები  და სამკურნალო აბანოები  ჰოლდინგის საკუთრებას წარმოადგენს.

გარდა ამისა, კომპანია „აიდეკო" პარტნიორებთან ერთად ფლობს სასაწყობე მეურნეობას 7,5 ჰა, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის მნიშვნელობიდან გამომდინარე.
კომპანია ასევე აქტიურად განიხილავს ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტირების საკითხს. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა კომპანიის ახალ ინტერესთა სფეროს წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის ტრადიციებიდან და რესურსებიდან გამომდინარე იძლევა ბიზნესის განვითარების ფართო შესაძლებლობებს.

არქი

http://www.archi.ge

არქი ჯგუფი დაარსდა 2006 წელს. თავდაპირველად კომპანია დაკავებული იყო საინვესტიციო და საკონსულტაციო საქმიანობით, 2008 წლიდან კი აქტიურად შემოვიდა საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე; არქი ჯგუფი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ზრუნავს მშენებლობის მაღალ ხარისხსა და ეკოლოგიურობაზე, იყენებს მხოლოდ ენერგოეფექტურ მასალებს. არქი ჯგუფი სამშენებლო პროექტებს თბილისის თითქმის ყველა უბანში ახორციელებს; დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში კი მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები, მათ შორის მრავალფუნქციური სახოვრებელი კომპლექსი „არქი თაუერის“ მშენებლობა ჭავჭავაძის გამზირზე. კომპანიის საკუთრებაშია უკვე გახსნილი სასტუმროების ქსელი „სანსეტი“: სანსეტ კვარიათი _ სასტუმრო ტიპის ელიტარული აპარტამენტები კვარიათში და სანსეტ შოვი _ პირველი ოთხვარსკლავიანი სასტუმრო რაჭის კურორტ შოვში; ძველ თბილისში შენდება ბუტიკის ტიპის სასტუმრო „სილვერ 39“.

აუთდორი

http://www.outdoor.ge

კომპანია „აუთდორ.ჯი“დაარსდა 2008 წელს და მოკლე დროში დაიკავა ლიდერის პოზიცია საქართველოს გარე რეკლამის ბაზარზე. „აუთდორ.ჯი“ მომხმარებლებს სთავაზობს ეფექტურ და მრავალფეროვან გარე სარეკლამო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ფლობს უფლებას განათავსოს საიმიჯო რეკლამა: ბილბორდებზე, მონიტორებზე, თბილისის ლიფტებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე (ავტობუსი და მეტრო), ქალაქში არსებულ საფეხმავლო ხიდებზე.კომპანიის გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი ეხმარება ორგანიზაციებს, მრავალფეროვანი სარეკლამო საშუალებების სწორი კომბინაციისა და კონკრეტულ საქმიანობაზე მორგებული პირობების შერჩევით ეფექტურად მიიტანონ ინფორმაცია მიზნობრივ მომხმარებლამდე, შედეგად გაზარდონ ბრენდის ცნობადობა და გაყიდვები.

ბაზისბანკი

http://www.basisbank.ge/

„ბაზისბანკი“ საქართველოში 1993 წელს დაარსდა. ბანკის მენეჯმენტს ჰქონდა  მკაფიო მიზანი, შეექმნა მოქნილი, სანდო, ფინანსურად გამჭირვალე და კლიენტების მოთხოვნებზე ორიენტირებული უნივერსალური ინსტიტუტი. მუდმივი და სტაბილური ზრდისა და განვითარების ფონზე, „ბაზისბანკმა“ აიმაღლა ცნობადობა და  რეგიონში საიმედო პარტნიორის სტატუსი მოიპოვა.
2008 წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) “ბაზისბანკის" 15%-იანი აქციათა პაკეტის მფლობელი გახდა. 2012 წელს უმსხვილესმა ჩინურმა კომპანიამ „ჰუალინგ ჯგუფმა “ ბანკის აქციათა 90% შეისყიდა, დღეს ეს წილი 99.8%-მდე გაზარდა. თავად  „ჰუალინგ ჯგუფმა“  საქართველოში 2007 წლიდან დაიწყო საინვესტიციო  პროექტების განხორციელება და დღემდე, „ჰუალინგ ჯგუფმა „ საქართველოში განახორციელა 5 ძირითადი, მსხვილი  საინვესტიციო პროექტი, რომელთა მთლიანი  საინვესტიციო თანხა 2014 წლის ბოლოსათვის  500 000 000 აშშ  დოლარია.  2014 წლის ბოლო მონაცემებით, „ჰუალინგ ჯგუფი“  საქართველოში წამყვან, უცხოურ საინვესტიციო კომპანიად დასახელდა.
დღესდღეისობით „ბაზისბანკის“ ბრუნვა ყოველწლიურად აღემატება 46 მლნ ლარს. მის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხა გადასახადების სახით 4,6 მლნ ლარს შეადგენს. მთლიანობაში “ბაზის ბანკის” თანამშრომლების რაოდენობა 300-ს აღემატება.

ბანკი ქართუ

http://www.cartubank.ge/en/

სს ,,ბანკი ქართუ’’ დაფუძნდა 1996 წლის 1 ნოემბერს და 1997 წლის 9 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიიღო საბანკო საქმიანობის ლიცენზია. საქმიანობის დაწყების პირველივე ეტაპზე, ბანკის იმიჯი და პრესტიჟი კლიენტებისადმი მისმა განსაკუთრებულმა მიდგომამ და დამოკიდებულებამ განაპირობა. ბანკი ქართუ მომხმარებელს სტაბილურ განვითარებას სთავაზობს. ბანკში მუდმივად იხვეწება არსებული და იქმნება ახალი პროდუქტები, სერვისები და შესაბამისი პროცედურები.

ბანკი ქართუ დაფუძნდა 1 მლნ აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) საწესდებო კაპიტალით, რომელიც დამფუძნებლის მიერ ეტაპობრივად იზრდებოდა და დღეს 114,430,000 ლარს შეადგენს.

ბანკის მთავარი მისიაა ისეთი სფეროების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს ბიზნესსექტორის ზრდას, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი  ქართუ აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროექტებში და ბიზნესს სთავაზობს მომხმარებელზე ორიენტირებულ საკრედიტო პროდუქტებს სახელმწიფო პროგრამების – „შეღავათიანი აგროკრედიტი“  და „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. აღნიშნულ პროექტებში აქტიური მონაწილეობის შედეგად, 2015 წელს ბანკმა, „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“-სგან მადლობის სიგელი დაიმსახურა. სს ,,ბანკი ქართუ’’ მუდმივად ახდენს ბანკის პორტფელის დარგობრივ და რეგიონალურ დივერსიფიკაციას.

უკანასკნელი მოვლენებიდან სს „ბანკი ქართუ“-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ 2015 წელს მინიჭებული IDR-ის (Issuer Default Rating) რეიტინგი „B+ სტაბილური პერსპექტივა“, რაც გამოხატავს ბანკის სიძლიერეს, მისი განვითარების და საქმიანობის უმაღლეს სტანდარტს, რომელიც მას ადგილობრივ თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარება.

„ბი დი ო“

http://www.bdo.ge

აუდიტური და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ბიდიო ბაზარზე უკვე ჯგუფის სახით არის წარმოდგენილი. 2016 წლის დასაწყისიდან ბიდიოს ბრენდის ქვეშ გაერთიანდა ტექნოლოგიური კონსულტაციის და დეველოპმენტის მიმართულება ბიდიო სოლუშენსის სახით, ბიზნეს ტრენინგებისა და სერტიფიკაციის მიმართულება ბიდიო აკადემიის სახით და ადამიანური რესურსების  და სახელფასო აღრიცხვის მიმართულება ბიდიო ეიჩარ ენდ ფეიროლის სახით.

200-მდე პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 154 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ბიდიო კლიენტებს სთავაზობს აუდიტორული, საგადასახადო, აუთსორსინგის, კორპორაციული ფინანსების, იურიდიული, ტექნოლოგიური დეველოპმენტის მომსახურებისა და ბიზნეს ტერნინგების ფართო სპექტრს.

ბიდიოს საქართველოში ლიდერი, მე-4 პოზიცია უკავია წამყვან აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

ბიდიოს პროფესიონალების გუნდი ინოვაციური მიდგომებით ეხმარება კლიენტებს მათი ბიზნესის ზრდაგანვითარებაში, სამუშაო პროცესების დახვეწასა და შესაძლო რისკების გამოვლენაში.

კლიენტებთან განსაკუთრებული ურთიერთოებები, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აქცენტირება, პარტნიორული მიდგომები, პასუხისმგებლობა და სანდოობა, დაპირებების შესრულება და ღია, გულწრფელი კომუნიკაციის შენარჩუნება ბიდიოს მთავარი ფასეულობებია.

ბორანი

http://www.borun.ge

„ბორან ჯგუფი“ ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც საქართველოს მასშტაბით ბიზნესის სხვადასხვა სფეროში საქმიანობს, ესენია: სამთო მრეწველობა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და საკონსულტაციო საქმიანობა. ჯგუფში შემავალი 6 კომპანიიდან ყველა ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს, ზოგიერთ სპროდუქცია გააქვს ექსპორტზე ევროკავშირში. „ბორან ჯგუფი“ მიზნად ისახავს ბაზარზე წილის გაზრდასდა შესაბამის სფეროებში წამყვანი პოზიციების დაკავებას. ჯგუფი ღიაა ერთობლივი საქმიანობისთვის და საინვესტიციო შესაძლებლობებისათვის საერთაშორისო კომპანიებთან ან ინსტიტუტებთან ერთად და ამით ქმნის თანამედროვე, გამჭვირვალე და დამოუკიდებელ კორპორატიულ სტრუქტურას.

ბორჯომი

http://www.borjomi.ge

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ საერთაშორისო კომპანია „ IDS Borjomi International“-ის შემადგენელი ნაწილია. IDS Borjomi International ნატურალური მინერალური წყლების უმსხვილესი მწარმოებელია.

წარმოების მაჩვენებლის მიხედვით იგი დსთ-სა და ბალტიისპირეთის მასშტაბით ბაზრის ლიდერი კომპანიაა ბოთლში ჩამოსხმული ნატურალური მინერალური წყლების სეგმენტში. კომპანია „ IDS ბორჯომი საქართველო“ ქართული მინერალური წყლების ბაზრის ლიდერია. ბაზარზე მისი პროდუქცია წარმოდგენილია მინერალური წყლის შემდეგი ბრენდებით: „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ბორჯომის წყაროები“ და „ბაკურიანი“. საყოველთაოდ ცნობილი ბრენდით „ბორჯომი“ კომპანია დღეისათვის მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

გალფი

http://www.gulf.ge

Gulf Georgia ერთ-ერთი წამყვანი ნავთობკომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც საწვავის ხარისხითა და მომსახურების მაღალი დონით გამოირჩევა. 2010 წლის მარტიდან საქართველოში საერთაშორისო ბრენდს ოფიციალურად შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ წარმოადგენს. მსოფლიო ბრენდი GGulf Oil International, რომელიც 1901 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდა, ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა მსოფლიო ბაზარზე.  Gulf Georgia 140 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით, მათგან 43 თბილისში მდებარეობს. საწვავის იმპორტს კომპანია ევროპის საუკეთესო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან აწარმოებს და ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს. გალფის ავტოგასამართი სადგურები გამოირჩევა თანამედროვე აღჭურვილობითა და დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიებით. გალფი წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებელს საქართველოში. კომპანიაში დღეს 1300-ზე მეტი დასაქმებულია და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

გდ ჯგუფი

http://www.whiskyhouse.ge

„GD Group“ და აფილირებული კომპანიები „გდ ალკო“, „ International Brands Network“, „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სურსათის სადისტრიბუციო კომპანიებია, რომელთაც ქვეყნის მაშტაბით სურსათის დისტრიბუციის საბითუმო ბაზარზე წამყვანი პოზიციები უკავიათ. „გდ ალკოს“ გააჩნია საკუთარი პრემიალური ალკოჰოლური სასმელის მაღაზიათა ქსელი „ვისკის სახლი“ და ასევე, ავითარებს ახალ ქსელს „ალკორიუმს“, რომელიც გათვლილია მომხმარებლის უფრო ფართო კატეგორიაზე. ჯგუფში შემავალი კომპანია შპს „GDG“ წარმოადგენს რეგიონალურ ლიდერს პრემიალური ალკოჰოლური სასმელით ვაჭრობაში და ასრულებს სავაჭრო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას ამიერკავკასიის და შუა აზიის ქვეყნებისთვის, კომპანიის საკუთრებაშია ასევე საბაჟო საწყობი. კომპანიებში მუდმივად მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების და სისტემების დანერგვა და ისინი წარმოადგენენ სანდო და გრძელვადიან პარტნიორებს, როგორც ქართული, ასევე, მრავალი საერთაშორისო კომპანიისთვის.

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია

http://www.benefits.ge/

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG)-ის რეგიონალური წარმომადგენელია. გლობალ ბენეფიტს ჯორჯია ახორციელებს საქმიანობას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ქონებრივი და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის მიმართულებით კორპორატიული სეგმენტისთვის და ოპერირებს, როგორც ქართულ, ასევე ამიერკავკასიის სადაზღვევო ბაზარზე.

Global Benefit Georgia-ს საქმიანობის არეალი სადაზღვევო მომსახურებების სრულ ჩამონათვალთან ერთად, მოიცავს სპეციალურ ჯფუფურ სადაზღვევო პროდუქტებსაც. გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას უნიკალურობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი პროდუქტების საერთაშორისო განზომილებაა. მომსახურების ძირითადი პრინციპი არის კლიენტის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით, მასზე მორგებული, მაღალი ხარისხის პროდუქტისა თუ სერვისის შეთავაზება. 

კომპანიის ძირითადი აქციონერები არიან საერთაშორიოს სადაზღვევო კომპანია „Global Benefits Group” (GBG) და ერთ-ერთი უდიდესი ჰოლდინგი საქართველოში - „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG).

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია დაზღვევის პროდუქტთა ფართო სპექტრს სთავაზობს შემდეგი მიმართულებებით:

1.   სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა

სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით Global Benefits Georgia გთავაზობთ, როგორც Global Benefits Group-ან ერთად შემუშავებულ საერთაშორისო პროდუქტებსა და მომსახურებებს, ასევე, ქართული ბაზრისთვის სპეციალურად შექმნილ ახალ სადაზღვევო პოლისებს საერთაშორისო დაფარვებით.

Global Benefits Georgia-ს პორთფელი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით მოიცავს ჯანმრთელობის, კრიტიკული დაავადებების, სიცოცხლისა და შრომისუუნარობის დაზღვევა, სამოგზაურო, TieCare International-სა და ATMSafe-ის დაზღვევებს. თითოეულ პროდუქტს ახასიათებს დაფარვის მაღალი ლიმიტები და გლობალური გეოგრაფიული არელის მოცვა. ნებისმიერი სადაზღვევო პოლისის შეძენისას, გემსახურებათ რისკების მართვის პირადი მენეჯერი. სამედიცინო მომსახურებით სარგებლობისას თქვენ გაქვთ თავისუფალი არჩევანი სამედიცინო დაწესებულების შერჩევისას.

2.   ქონებრივი და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა

მომსახურების ძირითადი პრინციპი არის კლიენტის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით, მასზე მორგებული და მისთვის საჭირო, მაღალი ხარისხის პროდუქტისა თუ სერვისის შეთავაზება. ვინაიდან კომპანიათა რისკები და საჭიროებები განსხვავებულია, თითოეული ორგანიზაციისთვის შექმნილი სადაზღვევო პაკეტიც განსხვავდება.

3.   სპეციალური ჯგუფური დაზღვევები

გლობალ ბენეფიტს ჯორჯიაში ხელმისაწვდომია სპეციალური სადაზღვევო პროდუქტები დიპლომატიური კორპუსისთვის, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის, ქართული დიასპორისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, პროფესიონალი სპორტსმენებისთვის.

4.   ინდივიდუალური დაზღვევა

გორგია

http://bmcgorgia.ge/?lang=ge&page=1

“გორგია” 1998 წელს დაარსდა, რითაც ქართულ ბაზარზე სამშენებლო-სარემონტო მასალების გაყიდვების კუთხით ერთ-ერთი პირველი კომპანია გახდა. დღეს “გორგია” ამიერკავკასიაში წამყვანი, ყველაზე მსხვილი სამშენებლო და სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა. “გორგია” ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: “ჰიპერმარკეტი გორგია” და “გორგია პრემიუმი”.

“ჰიპერმარკეტი გორგია”

2014 წელს “გორგიამ” პირველად საქართველოს ბაზარზე 10.000 კვ. მეტრზე გახსნა სამშენებლო და სარემონტო მასალების პირველი ჰიპერმარკეტი. სამშენებლო-სარემონტო მასალების მაღაზიების სექტორში დღეს “გორგია” უპირობო ლიდერია და წარმოდგენილია ბაზარზე ოთხი მაღაზიით შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი ქუთაისი და ზუდიდი. “გორგიაში” ყველაფერია რემონტისთვის და მშენებლობისთვის: კერამიკული ფილები, სააბაზანო მოწყობილობები, ავეჯი, ცენტრალური გათბობის სისტემები, სახურავები, ლამინირებული იატაკი, საღებავები, სამშენებლო ქიმია, ჭურჭელი და სხვა 35 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.

“გორგია პრემიუმი”

“გორგია პრემიუმი” საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის შეიქმნა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია პროდუქტების მაღალი ხარისხი და დახვეწილი, თანამედროვე დიზაინი. “გორგია პრემიუმის” შოუ-რუმში შესაძლებელია ევროპული ბრენდების შეძენა შემდეგი კატეგორიებიდან: აბაზანა და სველი წერტილები, იატაკი და ფილები, ავეჯი და კარები. საცალო გაყიდვების გარდა დიზაინის იდეიდან პროექტის რეალიზებამდე “გორგია პრემიუმი” აგრეთვე თანამშრომლობს: დიზაინერებთან, არქიტექტორებთან და დეველოპერებთან და ეხმარება მათ პროექტის ყველა ეტაპზე.

“გორგიას” უპირატესობა განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი და ძლიერი კორპორატიული გაყიდვებია. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს ლიდერის პოზიცია საქართველოს ბაზარზე და სრულად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები. კომპანიის სწრაფვა, გააუმჯობესოს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი, დადასტურებულია 2009 წელს მიღებული ISO სერტიფიკატით. მრავალწლიანი გამოცდილება, მრავალფეროვანი და ხარისხიანი საქონლის ასორტიმენტი, პროფესიონალი კადრები, მაქსიმალურად მოქნილი სერვისი - ეს არის “გორგიას” წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები, რის გამოც მომხმარებელი ირჩევს “გორგიას”!

გუდვილი

http://goodwill.ge/index.php?m=801

კომპანია ”გუდვილი” 2004 წელს დაარსდა და მას შემდეგ მუდმივად დინამიურად ვითარდება. დღეს ის საქართველოს მასშტაბით 2 ჰიპერმარკეტს, 4 სუპერმარკეტს, ცენტრალიზებულ საწარმოს, კაფეტერიებს და ბულანჟერიებს ფლობს. გუდვილში დასაქმებულია 1400-მდე ადამიანი. კომპანიის მისიაა იყოს ლიდერი საცალო ვაჭრობისა და წარმოების ბაზარზე, წარმართოს საქმიანობა მომხმარებელთა, თანამშრომელთა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით.

1. “გუდვილი დიდი დიღომი” - ჰიპერმარკეტ გუდვილის პირველი ობიექტი 2004 წელს დიღომში გაიხსნა. ჰიპერმარკეტის საერთო ფართი: 24 000 კვ/მ.-ია.
2. “გუდვილი ვაკე” - 2009 წელს გაიხსნა სუპერმარკეტი ”გუდვილი ვაკე”. ფილიალის საერთო ფართი: 2 500 კვ/მ.-ია.
3. “გუდვილი საბურთალო” - 2011 წელს გაიხსნა. საბურ-თალოს ჰიპერმარკეტის საერთო ფართობი 4300 კვ.მ.-ია.
4. “გუდვილი ბათუმი” - 2010 წელს გაიხსნა ბათუმის გუდვილი (საერთო ფართი 500 კვ/მ). “გუდვილი ბათუმის” საერთო ფართი: 1,400 კვ.მ.-ია
5. “გუდვილი ბათუმი” (სოკარი) - გუდვილის სუპერმარკეტი განთავსებულია ბათუმში მდებარე სოკარის სერვის-ცენტრშიც. ამ ობიექტის საერთო ფართობია 250 კვ.მ.
6. “გუდვილი გორი” (სოკარი) - 2012 წელს, თბილისი-გორის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გაიხსნა. გორში მდებარე გუდვილის მულტიფუნქციური ობიექტის საერთო ფართობი 800 კვ.მ.-ია.
7. “გუდვილი ლილო”  (სოკარი) – 2013 წელს, თბილისის შემოსასვლელში სოკარის ბენზინგასამართ სადგურზე  500კვ.მ
8. “გუდვილი ბათუმი“ (გორგილაძის #88) -  2015 წელი,  ბათუმის სითი მოლში, 2600კვ.მ

კომპანია „გუდვილი“ 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია.  „გუდვილი“ პროდუქტის ასორტიმენტისა და რეალიზაციის ზრდასთან ერთად საკუთარ წარმოებებსაც აფართოებს. კომპანიის მენეჯერთა მთავარი ამოცანა ინოვაციების, ახალი პროდუქტების, მომხმარებელზე ორიენტირებული პროექტების, ახალი ბიზნესიდეების შეთავაზებაა. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პერსონალი მუდამ ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე.

„გუდვილის“ საქმიანობის სფერო მისი მულტიფორმატული სტრუქტურიდან გამომდინარე საკმაოდ მრავალფეროვანია, გუდვილი არის გერმანული, ჰოლანდიური, იტალიური, ფრანგული, ბულგარული, უკრაინული საკვები და არასაკვები პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი საქართველოში.

„გუდვილის“ ქვე-ბრენდებია: „გუდვილ-ქეითერინგი“ (100-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი), „გუდვილ-სელებრეიშენ“, „გუდვილ ჯელატერია“, ბულანჟერია – "მარშე", კაფეტერიები – "პანორამა ბუფეტი".

დაგი

http://www.dagi.ge

შპს „დაგი“ დაარსდა 2004 წელს და დაარსებიდან დღემდე ეწევა სამშენებლო სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ხარისხის კონტროლის სრული დაცვით, რასაც განაპირობებს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, კვალიფიცირებული ინჟინრებისა და არქიტექტორებისგან შემდგარი ერთიანი ჯგუფი. „დაგი“ ცნობილია ხარისხიანი და ეფექტური მომსახურებით, შესრულების პროფესიონალური მახასიათებლებით, მუდმივად მობილიზებული მუშახელითა და უახლესი სპეციალური დანიშნულების ტექნიკით, რამაც განაპირობა კომპანიის მიერ არაერთი მაშტაბური პროექტის განხორციელება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. „დაგი“ ფლობს ISO 9001:2008 სერთიფიკატს (ხარისხის მენეჯმენტის სისტემები). კონკურენციისა და სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 18 ივნისის განკარგულებით "დაგი" რეგისტრირებულია სააგენტოს "თეთრ სიაში".

ელიტ ელექტრონიქსი

http://ee.ge//lngeng

„ელიტ ელექტრონიქსი“ 21 წელია რაც მოღვაწეობს ტექნიკის ბაზარზე და  საქართველოში ტექნიკის ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელით არის წარმოდგენილი. საუკეთესო პროდუქცია, ფართო და მუდმივად  განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის  შემდგომი საუკეთესო მომსახურება, შეძენილი ნივთების ადგილზე მიტანა-მონტაჟი და მომსახურების  მაღალი სტანდარტი - ყოველივე ეს განაპირობებს „ელიტ ელექტრონიქსის“ დღევანდელ სახელსა და ადგილს  საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.

„ელიტ ელექტრონიქსი“ გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით და აერთიანებს 30 ფილიალს, რომლებიც თბილისში და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარეობს. კომპანიაში დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „ელიტ ელექტრონიქსი“ პირველი მულტიბრენდული ტექნიკის მაღაზიათა ქსელია საქართველოში. „ელიტ ელექტრონიქსი გახლავთ მსოფლიოში წამყვანი ტექნიკის ბრენდების წარმომადგენელი, როგორებიც გახლავთ: Apple, Samsung, Sony, Bosch, Siemens, Gorenje, Philips, HP, Acer, Lenovo და სხვა. „ელიტ ელექტრონიქსი“ გახლავთ Samsung-ის და Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი, Bosch-ის, Siemens-ის, Gorenje-სა და Hitachi-ს ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში.

ვითიბი ბანკი

http://ge.vtb.ge/

ვითიბი ბანკი უნივერსალური საბანკო ინსტიტუტია, რომელიც მომხმარებელს თანამედროვე კომერციული საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკი, როგორც  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრი, საქართველოში მაღალი სტანდარტის  მომსახურებას სთავაზობს მსხვილ კომპანიებს, მცირე და საშუალო ბიზნესს და ფიზიკურ პირებს.  ბანკის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს  ექსკლუზიური მაღალტექნოლოგიური პროდუქტების და  თანამედროვე დისტანციური მომსახურების შეთავაზება. გლობალური სარეიტინგო სააგენტოს Standard and Poor`s -ის მიერ ვითიბი ბანკს მინიჭებული აქვს რეიტინგი BB-/B.  საქართველოში ბანკი 34 წერტილით ოპერირებს.  

ვისოლი

http://www.wissol.ge

„ვისოლ ჯგუფის“ განვითარების ისტორია 14 წლის წინ ნავთობპროდუქტების რეალიზაციით დაიწყო. დღესდღეობით „ვისოლი“ უკვე ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესჯგუფია საქართველოში, რომელმაც არა მხოლოდ ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა, არამედ სამშენებლო, სარეკლამო, სასტუმროების, სუპერმარკეტებისა და ამერიკული რესტორნების ქსელის ბიზნესსაც ანვითარებს. „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი ბრენდებია: `ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია~, `ეარ ვისოლი~, `ვისოლ გაზი~, ავტომომსახურების ქსელი „ვიანორ ჯორჯია“, `ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანია~, უძრავი ქონების კომპანია `ველაჯიო~, სარეკლამო კომპანია „ალმა“, სუპერმარკეტების ქსელი `სმარტი~, ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდის საქართველო“, ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინ დონატსი საქართველო“, სასტუმრო „ლომსია“, ფიტნესცენტრი „ლაგუნა ქუთაისი“, „ვისოლ ჯგუფის“ საერთაშორისო პარტნიორები არიან: BNP Paribas, Geneva, Societe General, Geneva, BCGE _ Banque Cantonale de Geneve, ATB - Amsterdam Trade Bank, EBRD - European Bank for Reconstruction and Development, OPIC - Overseas Private Investment Corporation, Total, Chevron, Nokian Tyres, Vianor, Wendy’s, Dunkin’ Donuts.

თბილღვინო

http://www.tbilvino.ge

საწარმოს ისტორია XX საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება. 1962 წელს, მაშინ, როცა თბილისში მევენახეობისა და მეღვინეობის X საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობდა, საქართველოში იმ დროისთვის ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა. მრავალწლიანი ისტორიისა და დიდი მასშტაბების მიუხედავად, ქარხანა მაინც საბჭოთა მეღვინეობის ნაწილად რჩებოდა პოსტსაბჭოთა წლებშიც კი, სანამ 1999 წელს ყველაფერი არ შეიცვალა და არ შეიქმნა ახალი ფილოსოფია, რომელიც დღესაც იხვეწება. ამ ფილოსოფიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ „თბილღვინო“ უნდა იყოს პასუხისმგებელი საწარმოს მიერ ჩამოსხმულ თითოეულ ბოთლზე, თვალყური ადევნოს ღვინის წარმოების ყოველ ეტაპს ვენახიდან მომხმარებლამდე და უპასუხოს ახალ ტენდენციებს. „თბილღვინო“ ძალზე აქტიურად იყენებს თანამედროვე უცხოელი მეღვინეების გამოცდილებასაც. 2002 წლიდან მოყოლებული „თბილღვინოს“ ღვინოების სტილის შექმნაში მონაწილეობას იღებენ ცნობილი ავსტრალიელი, ფრანგი და იტალიელი მეღვინეები, რომლებიც თავისი განუმეორებელი ღვინის ფილოსოფიით გამოირჩევიან.

თეგეტა მოტორსი

http://www.tegetamotors.ge

„თეგეტა მოტორსი“  წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც  კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. ჰოლდინგი აერთიანებს 5 შვილობილ კომპანიას: შპს "თეგეტა თრაქ ენდ ბასი", შპს „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი", შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს", ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია და  „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“. დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 900-ზე მეტი ადამიანი. ემსახურება 10 000-მდე კორპორატიულ კლიენტს და 800-მდე საბითუმო ობიექტს, გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით და აერთიანებს 19 ფილიალს, რომლებიც თბილისსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარეობს.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაშ მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.  „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა ბრენდების  მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის. 

თიბისი ბანკი

http://www.tbcbank.ge

„თიბისი ბანკი“ წამყვანი უნივერსალური საბანკო ჯგუფია საქართველოში, რომლის წილი საცალო დეპოზიტებში 33.3%-ს, ხოლო მთლიანად დეპოზიტებში 27.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა სესხებისა და აქტივების მხრივ შესაბამისად 27% და 25.8% წილით. ბანკი ემსახურება 1.100 ათასზე მეტ კლიენტს დივერსიფიცირებული, მრავალარხიანი პლატფორმით, „თიბისი ბანკის“ 121 ფილიალით. გააჩნია ბანკომატებისა და სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ერთ-ერთი უდიდესი ქსელი საქართველოში. ჯგუფში დასაქმებულია 4900 ადამიანი, მათგან ნახევარზე მეტი, უკვე 4 წელზე მეტია რაც ბანკში მუშაობს. წლების განმავლობასი ბანკს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორის, Global Financee Magazine-ის მიერ ექვსჯერ დასახელდა როგორც „საუკეთესო ბანკი საქართველოში“, ექვსჯერ The Banker, სამჯერ EMEA Finance და Euromoney-ის მიერ. „თიბისი ბანკს“ მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების არჩევანი აქვს მისი საცალო, კორპორატიული და მცირე და საშუალო, ასევე მიკრო კლიენტებისათვის. ბანკის კლინტთა უმრავლესობა საქართველოშია კონცენტრირებული.

იბერია რიფრეშმენტსი

http://www.pepsi.ge

„იბერია რეფრეშმენტსი“ აწარმოებს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს. ძირითადი პროდუქტებია პეპსი და პეპსი ლაითი. ს.ს. „იბერია რეფრეშმენტსი“ ფუნქციონირებს 2004 წლიდან. 2005 წელს Pepsico International-მა იბერია რეფრეშმენტს გადასცა ჯილდო, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია პეპსის ჩამომსხმელებს შორის. დღეისათვის კომპანიას უკავია საქართველოს ბაზარზე ერთერთი წამყვანი პოზიცია. კომპანიაში დასაქმებულია 227 თანამშრომელი. ყოველ წელს კომპანია აფართოვებს პროდუქციის ასორტიმენტს და სიახლეებს სთავაზობს მომხმარეელს. ბოლო სამი წლის განმავლობაში "იბერია რეფრეშმენტსის" ასორტიმენტს დაემატა "აქუაფინა" ლიმნის და მანდარინის არომატით, მწვანე ვაშლის "მირინდა", "მაუნთინ დიუ".

იუ ჯი თი

http://www.ugt.ge

14 წლიანი გამოცდილებით და 200-მდე თანამშრომლით, „იუ ჯი თი“ წარმოადგენს რეგიონის ლიდერ სისტემურ ინტეგრატორს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეში. „იუ ჯი თი“-ს მისიაა, დაეხმაროს კლიენტებს დასახული მიზნების მიღწევაში, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, პროდუქტებზე და სერვისებზე აგებული, საინფორმაციო და საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების მიწოდების გზით. „იუ ჯი თი“ დიდ კორპორაციებსა და სამთავრობო ორგანოებს სთავაზობს ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს.

დღეისათვის „იუ ჯი თი“-ს კლიენტების სიაში 300 მოწინავე კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე „იუ ჯი თი“-მ მოახერხა გამხდარიყო 25-ზე მეტი მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიის ბიზნესპარტნიორი და მომწოდებელი.

„იუ ჯი თი“ ასევე წარმოადგენს პირველ სისტემურ ინტეგრატორ კომპანიას კავკასიის რეგიონში, რომელიც ISO 9001-2000 სერთიფიკატის მფლობელია.

კავკაზუს ონლაინი

http://www.co.ge

“კავკასუს ონლაინი” ერთ-ერთი წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა საქართველოში.

დღესდღეობით კომპანიას ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს ინტერნეტის საბითუმო მიწოდების მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

„კავკასუს ონლიანის“ საკუთრებაშია შავი ზღვის ფსკერზე არსებული კაბელი, რომელიც  საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს მივაწოდოთ მაღალხარისხიანი სერვისი, უმოკლსი მარშრუტით მსხვილ საერთაშორისო ოპერატორებთან.

„კავკასუს ონლიანი“ დღესდღეობით სთავაზობს ასევე კოლოკაციის, 1007-ის და დომენების სერვისებს.

„კავკასუს ონლაინის“ პროფესიონალთა გუნდი ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებლისათვის შექმნას ყველა პირობა მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველსაყოფად. კომპანიის ტექნიკური და ადამიანური რესურსები ორიენტირებულია საუკეთესო ხარისხის სერვისი შესთავაზონ მომხმარებელს და მუდმივად ზრუნავენ ბაზარზე დანერგონ ინოვაციური პროდუქტები, რომელიც მიმზდიველი და სასრეგბლო იქნება ჩვენი მომხამრებლებისათვის. 

KPMG

http://www.kpmg.com/GE/en/Pages/default.aspx

KPMG არის დიდი ოთხეულის წევრი კომპანია, იგი წარმოადგენს პროფესიული ფირმების საერთაშორისო ქსელს, რომლებიც ეწევიან აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებას, ჩვენს წევრ ფირმებში დასაქმებულია 174,000 ადამიანზე მეტი მსოფლიოს 155 ქვეყანაში. KPMG მიზანია თავისი კლიენტების, თანამშრომლებისა და მსოფლიოს ფინანსური ბაზრის საკეთილდღეოდ, პროფესიული ცოდნა აქციოს რეალურ ეკონომიკურ სარგებლად. 

ლიბერთი ბანკი

http://www.libertybank.ge

„ლიბერთი ბანკი“ სამართალმემკვიდრეა 1994 წელს პრივატიზებული, „აგრომრეწვბანკისა“, რომელსაც 2002 წელს სახელი გადაერქვა და „სახალხო ბანკის“ სახელით გახდა ცნობილი. 2010 წლის მარტში ბანკს „ლიბერთი ბანკი“ დაერქვა. „ლიბერთი ბანკს“ საქართველოში ფილიალების ყველაზე დიდი ქსელი აქვს და 1.4 მილიონზე მეტ ფიზიკურ და 72,000-ზე მეტ იურიდიულ პირს უწევს მომსახურებას. ბანკი სიდიდით მესამეა საქართველოში აქტივების ჯამური მოცულობით და 8.2%-იანი წილით. 2009 წლის სექტემბერში „ლიბერთი ჰოლდინგ ჯორჯიამ“ და „ლიბერთი კაპიტალმა“ ბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინეს.

ლილო მოლი

http://www.lilomall.ge

კომპანია „ლილო მოლი“ უკვე 25 წელია, რაც ქართულ ბაზარზე წამყვან პოზიციებს იკავებს.

სავაჭრო ცენტრის სტრატეგიული ადგილმდებარეობა, წარმოდგენილი პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი, როგორც საბითუმო, ისე საცალო ვაჭრობის შესაძლებლობა წარმოადგენს იმ კონკურენტულ უპირატესობას, რაც წლების განმავლობაში კომერციული ცენტრის წარმატებას განაპირობებს.

35 ჰექტარზე განლაგებული სავაჭრო კომპლექსი 6000 -ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს.

„ლილო მოლის“ ყოველწლიური ვიზიტორების რიცხვი 3 მილიონ ადამიანს აჭარბებს და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

„ლილო მოლი“ მუდმივად ზრუნავს განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზე.

მაგი სტილი

http://www.magistyle.ge

სამშენებლო დეველოპერული კომპანია „მაგი სტილი“ დაფუძნდა 1995 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან კერძო სამშენებლო კომპანიას საქართველოში. კომპანიის სამშენებლო საქმიანობა მიმართულია მყარი და უსაფრთხო შენობა-ნაგებობების შექმნისაკენ, რაც მისი რეპუტაციის გარანტიაა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა პროექტირება და დაგეგმარება, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი, საბინაო და სამრეწველო მშენებლობა და მართვა, სამშენებლო დეველოპმენტი.

მგზავრები

http://mgzavrebi.ge/

შპს “სასტუმროების ქსელი მგზავრები” დაარსდა 2008 წელს, კომპანიის ბიზნესსაქმიანობას წარმოადგენს საქართველოს კურორტებზე სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, სასტუმრო აპარტამენტების რეალიზაცია და სასტუმროთა მართვა. მიმდინარე ეტაპამდე კომპანიის მიერ აშენებულია 8 სასტუმრო კორპუსი ბაკურიანში, 3 კორპუსი გონიოში და ერთი ბათუმში, სულ 600-მდე სასტუმრო ტიპის აპარტამენტი. ამჟამად მიმდინარეობს ახალი სასტუმროების მშენებლობა გუდაურში (160 ოთახი), ბაკურიანში (70 ოთახი) და გონიოში (50 ოთახი). კომპანიის მიერ მოზიდული და განხორციელებული ინვესტიცია მიმდინარე პერიოდამდე დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის წლიური ბრუნვა დაახლოებით 10 მილიონი ლარია, ხოლო კომპანიის აქტივი 20 მილიონ ლარს უტოლდება.
კომპანია ასევე ფლობს შვილობილ საწარმოებს (სოფელ გლდანულაში და ქუთაისში). წარმოების ძირითადი მიმართულებას მოწნული ავეჯის და ხის ავეჯის წარმოება შეადგენს.

მობიტელი

http://www.beeline.ge

კავშირგაბმულობის ქართული ოპერატორი, შპს „მობიტელი“, კომპანიათა ჯგუფ „ვიმპელკომში“ შედის. შპს „მობიტელი“ ფიჭური კავშირის მომსახურებებს GSM-900/1800 სტანდარტებით აწვდის. 2007 წლიდან კომპანია აქტიურად აფართოებს დაფარვის ზონას, რამაც შესაძლებელი გახადა მეოთხე თაობის მომსახურებების დანერგვისათვის მზად მყოფი, ხარისხიანი თანამედროვე ქსელის შექმნა. „ბილაინი“ თავის აბონენტებს არა მარტო ხელსაყრელ და მოსახერხებელ პროდუქტებსა და მომსახურებებს, არამედ ყველაზე ინოვაციურ ტექნოლოგიებსაც სთავაზობს. 2011 წლის ნოემბერში „ბილაინმა“ საქართველოში პირველად მოახდინა მეოთხე თაობის კავშირის LTE-ს შესაძლებლობების ტესტირება. „ვიმპელკომი“ ემსახურება მთელ მსოფლიოში, დაახლოებით 739 მილიონი ადამიანით დასახლებულ ტერიტორიაზე.

2014 წელს აბონენტების ჯამურმა რიცხვმა შეადგინა 220 მილიონი. „ვიმპელკომის“ აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) VIP სიმბოლოთი იყიდება.

ნიკორა

http://www.nikora.ge/?lng=geo

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვების პროდუქტების მწარმოებელი  გახლავთ. კომპანიის ისტორია 1998 წელს იღებს სათავეს და ყველასთვის საყვარელი სოსისების - რძიანისა და ივერიას წარმოებას უკავშირდება.
"ნიკორას" მუშაობის სტრატეგია - განვითარება / გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება / დანერგვის უნარი, უმთავრესი მიზეზია იმისა, რომ დღეს, ჰოლდინგი უკვე 500-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს და ხორცპროდუქტების პარალელურად, კვების ინდუსტრიის მრავალ მიმართულებას მოიცავს.
"ნიკორას" ჰოლდინგში ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების, გაყინული საკონდიტრო ნაწარმისა და ღვინის საწარმოებია გაერთიანებული. კომპანია იმპორტის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს და ფერმერული მეურნეობების არარსებობის პირობებში, საკუთარი წარმოებისთვის საჭირო ნედლეული მსოფლიოს ავტორიტეტული ქარხნებიდან შემოაქვს.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი სავაჭრო ქსელით -  200-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. "ნიკორას" ბრენდის ქვეშ არსებული სუპერმარკეტების გარდა, ჰოლდინგის მფლობელობაშია "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" სავაჭრო ობიექტები.
"ნიკორას" ჰოლდინგში ერთიანდება კომპანია "ინტრეიდი", რომელიც ქართულ ბაზარზე მსოფლიო მასშტაბის ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ბრენდების იმპორტითაა დაკავებული.  
"ნიკორა" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელიცაა... დღეს, ჰოლდინგში 4 ათასამდე ადამიანი მუშაობს, რომელთა რაოდენობა კომპანიის განვითარების პირდაპირპროპორციულად იზრდება.
"ნიკორა" ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს  და როგორც წარმოებაში, ასევე მენეჯმენტში ზედმიწევნით იცავს ხარისხის მართვის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს. 
მომხმარებლის ნდობასა და ლოიალობას "ნიკორას" მიმართ კომპანიის 16 წლიანი გამოცდილება, სტაბილურად მაღალი ხარისხის პროდუქცია, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ფასისა და ფასეულობის თანხვედრა და საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგის რეჟიმი განსაზღვრავს.

ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები

http://www.nplaw.ge

„ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ 2005 წელს შეიქმნა და დროის მოკლე პერიოდში კომპანიამ მოწინავე ადგილი დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ინდუსტრიული და კომერციული სექტორების იურიდიული მომსახურების სფეროში. კომპანიის პრაქტიკა დაფუძნებულია ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის მცოდნე პროფესიონალებზე, რომლებმაც კარგად იციან სამართლის დარგების და ბიზნესის თავისებურებები, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო პერსპექტივაში. კომპანიის მიზანს წარმოადგენს კომპანიის ეტაპობრივი ზრდა, მომსახურების სფეროს გაფართოება და კლიენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

ორიფლეიმი

http://ge.oriflame.com/

კომპანია "ორიფლეიმი" შეიქმნა 1967 წ-ს ძმები აფ იოკნიკების და მათი მეგობრის მიერ.  დღესდღეობით იგი წარმოადგენს საერთაშორისო კოსმეტიკურ კონცერნს, რომელსაც 60-ზე მეტ  ქვეყანაში აქვს საკუთარი  წარმომადგენლობა. 2000 წლის 20 ნოემბერს, კომპანიის წარმომადგენლობა ესტუმრა საქართველოს და ოფიციალურად გახსნა „ორიფლეიმ საქართველო", მაშასადამე კიდევ ერთი ქვეყანა შემატა მისი წარმომადგენელი ქვეყნების დიდ ჯაჭვს. 

კომპანიის გაყიდვების ყოველწლიური მოცულობა 1.5 მილიარდი ევროა, მთელს მსოფლიოში „ორიფლეიმის" 3.6  მილიონი კონსულტანტი და 8000 თანამშრომელია, პროდუქციის ასორტიმენტში კი 1000 ერთეულია. „ორიფლეიმი" - ბავშვთა საერთაშორისო ფონდის თანადამფუძნებელია შვედეთის დედოფალ სილვიასთან ერთად; კომპანია ფლობს 5 საკუთარ ფაბრიკას შვედეთში, პოლონეთში, ჩინეთში, რუსეთსა და ინდოეთში; ორიფლეიმის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 100-მდე მეცნიერი და ექსპერტი მუშაობს;

კომპანიის აქციებს ფლობს Nasdaq OMX -ის საფონდო ბირჟაზე 2004 წლის მარტიდან, ორიფლეიმის წარმომადგენლობა არის 60-ზე მეტ  ქვეყანაში,  11 მათგანში - ფრანჩაიზინგით.

პე ეს პე ჯგუფი

http://www.psp.ge

„პე ეს პე“ 20 წელზე მეტია, ფუნქციონირებს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. „პე ეს პე“-ში პრიორიტეტული მიმართულებებია მედიკამენტების წარმოება ფარმაცევტული საწარმო GMP-ის ბაზაზე, ლიდერობა ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტი, დისიტრიბუციის, სააფთიაქო ქსელის, საავადმყოფოების ქსელის და სადაზღვევო სექტორის განვითარება. „პე ეს პე“ ერთადერთი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში, რომელსაც აქვს საერთაშორისო სტანდარტის, თანამედროვე, ინოვაციური ფარმაცევტული საწარმო კავკასიაში _ GMP (www.gmp.ge) „პე ეს პე“-ს ფარმაცევტულმა საწარმომ მოიპოვა ევროგაერთიანების, „ჯი ემ პი“-ს სათანადო წარმოების პრაკტიკის GMP (Good Manufacturing Practice) სერთიფიკატი, ე.წ. GMP EU სერთიფიკატი რომელიც წარმოადგენს ევროკავშირში არსებული ფარმაცევტული წარმოების ლიცენზიას - გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების წარმოების დოკუმენტს. „პე ეს პე“-ს აქვს საკუთარი სააფთიაქო ქსელი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებს დაბალ ფასებში, კვალიფიციური ფარმაცევტების მომსახურებას და ამ დროისთვის აერთიანებს 160-ზე მეტ აფთიაქს, მთელი საქართველოს მასშტაბით. გერმანულმა სასერტიფიკაციო ორგანიზაციამ “TUV-Reinland/Berlin-Brndeburg Group“-მა „პე ეს პე“-ს სააფთიაქო ქსელს მიანიჭა ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის (International Organization for Standardization) სერთიფიკატი ISO 9001:2000.

პეტროკას ენერჯი ჯგუფი

http://www.petrocasenergy.com

Petrocas Energy Group-ი წარმოადგენს მულტიფუნქციურ ჰოლდინგს, რომელიც დაკავებულია ნავთოპროდუქტების ტრანსპორტირებით კასპიის რეგიონში, შუა აზიასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ჯგუფი ახორციელებს თრეიდინგს, ფორვარდინგსა და ნავთობპროდუქტებისა და ქიმიური პროდუქტების შენახვას ფოთის ტერმინალში, რომელთა ტრანსპორტირება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და პირიქით ხდება. ჯგუფი ასევე ფლობს საქართველოში ბენზინგასამართი სადგურების ყველაზე დიდ ქსელს, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ბრენდის _ „გალფის“ სახელით ოპერირებს.

რაკია

http://www.rak-ia.com

რას ალ ხაიმას საემიროს საინვესტიციო ჯგუფი საქართველოში ოფიციალურად დაფუძნდა 2007 წლის 30 ნოემბერს. როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი, იგი წარმოდგენილია რამდენიმე მნიშვნელოვან სექტორში. ჯგუფის მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროექტებიდან და სხვებთან ერთად აღსანიშნავია „თბილისი მოლი“. დღეისთვის ჯგუფის პრიორიტეტს წარმოადგენს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და არსებული სასტუმრო ბიზნესის განვითარება. ასევე, ისეთ ახალ ინდუსტრიებში ინვესტირება, როგორიცაა ენერგეტიკა, ლოგისტიკა და სხვა. რას ალ ხაიმას საემიროს საინვესტიციო ჯგუფმა, მათ მიერ უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში დაასქმა ათასობით ადამიანი. დღევანდელი მდგომარეობით ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ჯგუფში შემავალი შემდეგი კომპანიები: „რაკია საქართველო“, „რაკიინ დეველოპმენტ საქართველო“, „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი“, „რაკ საქართველო _ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“.

რედიქსი

http://www.redix.ge

კომპანია „რედიქსი“ 2007 წელს დაარსდა და მისი საქმიანობის ძირითადი სფერო უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვაა. მთელი საქართველოს მასშტაბით „რედიქსი“ აერთიანებს 35 მსხვილ და საშუალო ზომის, სხვადასხვა ტიპის პროექტს. ჯგუფში დასაქმებულია 300-ზე მეტი ადამიანი. კომპანიის მართვაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულება 150 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 2013 წლის მონაცემებით, „რედიქს“ ჯგუფმა გადასახადების სახით საქართველოს ბიუჯეტში 3 მილიონ ლარამდე გადაიხადა.

რენტალსი

http://www.rentals.ge/

„რენტალსი“ უძრავი ქონების საბროკერო და საკონსულტაციო კომპანიაა, ქართულ ბაზარზე მუშაობის 8 წლიანი გამოცდილებით. კომპანია ფოკუსირდება მხოლოდ მაღალი კლასის საცხოვრებელ და კომერციულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე. ამ მიმართულებით კონსულტაციას უწევს  საქართველოში წარმოდგენილ 20-ზე მეტ საელჩოს,  ათობით საერთაშორისო ორგანიზაციასა და მრავალ კერძო თუ ინსტიტუციონალურ ინვესტორს.

ხარისხზე ორიენტაციისა და მაღალი სანდოობის გამო, მიღებული აქვს ელჩებისა და მსხვილი კომპანიის პირველი პირების სარეკომენდაციო წერილები. მხოლოდ 2015-2016 წლების განმავლობაში კომპანიამ გააქირავა და გაყიდა ჯამში 13.000 კვ. მ-ზე მეტი „ა“ კლასის კომერციული უძრავი ქონება, ხოლო საცხოვრებელ ნაწილში ათობით პრემიუმ კლასის ბინა და ელჩის სარეზიდენციო სახლი.

დასრულებული (გაყიდული ან გაქირავებული) პროექტების შერჩეული სია:

საოფისე შენობები: ჰოლანდიის საელჩო, ევროსაბჭო, პოლონეთის საელჩო, ლატვიის საელჩო, ყატარის საელჩო, ჰილსაიდრეზიდენსი, არვატო, ელ-ჯი, ბოში, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).

რეზიდენციები: იტალიის, პოლონეთის, ავსტრიის, შვეიცარიის, ბრაზილიის, იაპონიის, ყატარის, მსოფლიო ბანკის, IFC, IMF, ADB, გაეროს ელჩებისა და პირველი პირებისთვის.   

2017 წელს „რენტალს“-ს დაგეგმილი აქვს აქტიურად შევიდეს ახალი დეველოპმენტების სეგმენტზე და შესთავაზოს დეველოპერებს   მარკეტინგისა და გაყიდვების პროცესების ეფექტური ორგანიზება და მართვა.   

საგა იმპექსი

https://www.saga.ge/

„საგა“ - ლათინური სიტყვაა და  ხანგრძლივ ისტორიას ნიშნავს. ამ სახელს  კომპანია  23 წლიანი წარმატებული მოღვაწეობით ამართლებს.

კომპანია დაარსდა 1994 წელს და მოღვაწეობა დაიწყო საქართველოში წყლის ელექტროგამაცხელებლების პირველი მასშტაბური იმპორტით.

კომპანიის განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო 1995 წელი, ცნობილ იტალიურ მწარმოებელ  MTS GROUP -თან პარტნიორული ურთიერთობის დასაწყისი, რომელიც ბაზარზე „არისტონის“ ბრენდითაა ცნობილი.

1998 წლიდან კომპანიამ „ვიქტორია სერვისის“ სახელით დაიწყო ბაზარზე ოპერირება. რეალიზატორებსა და პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად გაიზარდა ბაზრის წილი, მრავალფეროვანი გახდა წარმოდგენილი ასორტიმენტი.

დღეისათვის კომპანია 60-მდე მომწოდებელსა და 576-მდე დილერთან თანამშრომლობს.  2003 წელს შეიქმნა მაღაზიათა ქსელი „თქვენი არჩევანი“. 2012 წელს მაღაზიათა ქსელმა - „თქვენი არჩევანი“ განიცადა რებრენდინგი და ბაზარზე გამოჩნდა ახალი ბრენდი გათბობა-კონდიცირება-ვენტილაცია-ცხელიწყალმომარაგების სფეროებში - „საგა“.

კომპანია HVAC სისტემების უმსხვილესი იმპორტიორი და დისტრიბუტორია. 2017 წლისთვის მაღაზიათა ქსელი „საგა“ საქართველოში 12 სავაჭრო ობიექტითაა წარმოდგენილი.

2015 წლის ნოემბერში „საგა იმპექს“-მა სატრანსპორტო-ლოგისტიკური ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე დროითი, ფინანსური და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით შექმნა ვებ-პორტალიმარბი ლოჯიკი“. ლოგისტიკური ხარჯის 22%-ით შემცირება, დროითი და ადამიანური რესურსების ეკონომიის ხარჯზე და ტრანსპორტირების ხარისხის მკვეთრი  გაუმჯობესება - ეს ის ძირითადი შედეგია, რაც შვილობილმა კომპანიამ „საგა იმპექს“-ს 6 თვის განმავლობაში მოუტანა.

2016 წლის 10 ივნისს „მარბი ლოჯიკი“ ოფიციალურად წარსდგა ქართულ სატრანსპორტო ბაზარზე, როგორც ადგილობრივ მოთხოვნაზე მორგებული ინოვაციური პროდუქტი;

ლოგისტიკური პლატფორმა ტვირთმფლობელ და სატრანსპორტო კომპანიებს შორის სწორ, მარტივ, გამჭვირვალე და ოპტიმალურ კომუნიკაციას უზრუნველყოფს, ახდენს პარტნიორი კომპანიების ინტერესების ინტეგრირებას და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ლოგისტიკურ სერვისს.

კომპანიის მისია საქართველოში არსებული სატრანსპორტო ბაზრის სტანდარტიზაცია და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად აღნიშნული სექტორის სწორი მიმართულებით განვითარების ხელშეწყობაა;

მისი მიზანია მიაწოდოს პარტნიორ კომპანიებს ოპტიმალური სატრანსპორტო გადაწყვეტილება მისაღებ ფასად;“

 

საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ

http://www.icrcorp.ge/

„საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში  საქართველოში.  კომპანიამ  1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე  და ამჟამად 700-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ“ წარმოადგენს ფეხსაცმლის,  ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს 22 ბრენდს.

„აი სი არ“ 2016 წლიდან ოპერირებს როგორც ჰოლდინგი და აერთიანებს სხვადასხვა კომპანიებს: International Corporation ICR, ICR Trade, ICR Food and Beverage, Hippo.

სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები

http://sante.ge/

შპს „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ რძის პროდუქტებისა და წვენების უმსხვილესი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიაა საქართველოში 1997 წლიდან. აშშ-ს სამთავრობო სააგენტო „ოპიკის“ მხარდაჭერით,განხორციელდა  ძველი საბჭოთა ქარხნის გადაიარაღება თანამედროვე რძის მწარმოებელ საწარმოდ, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
გასული 15 წლის მანძილზე „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებმა“ შეძლო ჩაენაცვლებინა წლების მანძილზე კუსტარულად წარმოებულ რძის პროდუქტებზე არსებული მოთხოვნა და შეექმნა სრულიად ახალი ბაზარი ქარხნულად წარმოებული რძის პროდუქტებისთვის. ამჟამად, „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ მომხმარებელს 5 ბრენდსა და 120-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს.
დღეისათვის, „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ ბაზრის ლიდერია რძის მიღებასა და გადამუშავებაში. „ოპიკის“ დახმარებით “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებმა“ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განავითარა რეგიონებში ნატურალური რძის შეგროვების ინფრასტრუქტურა, რომელიც კომპანიას აძლევს საშუალებას მცირე საოჯახო მეურნეობებისგან ყოველდღიურად ჩაიბაროს და აწარმოოს ქართული ნატურალური რძისგან დამზადებული მაღალხარისხიანი პროდუქტი.
2015 წელს „ოპიკმა“დააჯილდოვა “სანტე ჯი-ემ- თი პროდუქტები“ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის საქმეში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

საქართველოს ბანკი

http://www.bog.ge

„საქართველოს ბანკი“ საქართველოში წამყვანი ბანკია ერთ-მესამედზე მეტი მოცულობის ბაზრის წილით მთლიანი აქტივების,მთლიანი სესხებისა და კლიენტთა დეპოზიტების მიხედვით და ემსახურება 2.0 მილიონ მომხმარებელთა ანგარიშს. ბანკი მომხმარებლებს საცალო საბანკო, კორპორატიულსაბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. ბანკს საქართველოში 270-ზე მეტი სერვისცენტრი აქვს, მათ შორისაა Express Bank-ის სერვისცენტრები. ქვეყანაში ბანკომატების უდიდესი ქსელი მოიცავს 800-მდე აპარატს, ასევე 2,681 თვითმომსახურების ტერმინალს. ბანკს ასევე აქვს დისტანციური საბანკო მომსახურების სრული სერვისი და თანამედროვე ქოლ-ცენტრი. საქართველოს ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის ძირითად ბაზარზე ივაჭრება. საქართველოს ბანკს მინიჭებული აქვს რეიტინგი სამივე გლობალური სარეიტინგო სააგენტოსგან:  Standard & Poor’s: ‘BB-/B’, Moody’s: ‘B1/NP’ (FC) & ‘Ba3/NP’ (LC), Fitch Ratings: ‘BB-/B’.

საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი

http://www.elwagon.ge/rustavi/index.php?option=com_content&view=article&id=3%3Avmk-&catid=6%3Aprojects&lang=ka

“საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი” შეიქმნა 2009 წელს, მასში გაერთიანებულია 3 ძირითადი კომპანია:  “ვაგონმშენებელი კომპანია” (დაარსებული 2005 წელს), „ელექტროვაგონმშენებელი ქარხანა“ (1883 წელს), „რუსთავის მეტალურგიული კომბინატი“ (1964 წელს).
ჰოლდინგის ძირითადი მიმართულება არის რკინიგზის ტრანსპორტის მშენებლობა და რემონტი.  „ელექტროვაგონ-შემკეთებელ ქარხანაში“ ხდება სამგზავრო მატერებლების, ლოკომოტივების, თბომავლების  რემონტი და  მოდერნიზაცია.  2010 წელს ჩინელებთან ერთად  მოხდა ახალი ჩქაროსნული ელექტრო-მატარებლის მშენებლობა,  რომელიც წარმატებით მოძრაობს თბილისი _ ბათუმის მიმართულებით.
ჰოლდინგის მთავარი მამოძრავებელი ძალაა „ვაგონმშენებელი კომპანია“, სადაც ხდება ყველა სახის სატვირთო ვაგონების მშენებლობა და რემონტი. კომპანია ფლობს სპეციალურ ლიცენზიებს, რაც აძლევს საშუალებას, რომ ნაწარმოები ვაგონები გადაადგილდეს  პოსტ-საბჭოთა სივრცეში. კომპანია ასევე  ახდენს  ვაგონისა და ელმავლის ურიკების და ბორბლების ფორმირებას და რემონტს.
ჰოლდინგის შემადგენლობაში არსებული მესამე საწარმო ორიენტირებულია ვაგონის შემადგენელი დეტალების ჩამოსხმაზე.  ის აწარმოებს 27 სახეობის  მცირე და საშუალო ზომის ვაგონის დეტალს, 2015 წელს კი კომპანიამ მიიღო ლიცენზია ვაგონის ყველაზე მძიმე და ფასტევადი დეტალების - გვერდით ჩარჩოს და რესორზედა ძელის ჩამოსხმაზე. აღნიშნული აძლევს ჰოლდინგს საშუალებას ვაგონის წარმოების უდიდესი ნაწილი ლოკალიზებული იყოს საქართველოში _ თუ ადრე ყველა დეტალი შემოდიოდა უკრაინიდან და რუსეთიდან ახლა ვაგონის წარმობება 100 %-ით საქართველოში ხდება.
საქართველოს ვაგონმშენებელთა  ჰოლდინგი ემსახურება საქართველოს, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების რკინიგზას. ნიშანდობლივია, რომ საქართველომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რუსეთისა და უკრაინის შემდეგ, ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ვაგონმშენებლის სტატუსი მოიპოვა და კვლავ ლიდერია კავკასიაში რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის შეკეთებისა და მშენებლობის დარგში.
დღეს „საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგს“ პარტნიორული ურთიერთობა აქვს დამყარებული ჩინეთის, უკრაინის, ჩეხეთის და სხვა მონათესავე პროფილის  საწარმოებთან. 

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი

http://www.gig.ge

20 წლიანი გამოცდილების მქონე „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში.მისი ბიზნეს პორტფელი მოიცავს ნახშირის მოპოვებას, ელექტროენერგიის გამომუშავებას (ჰიდრო, ბუნებრივ აირზე და ნახშირზე მომუშავე სადგურები), ბუნებრივი აირით ვაჭრობასა და უძრავი ქონების მართვას. 2006 წელს, ქართულ ბაზარზე 20 წლიანი ბიზნეს საქმიანობის გამოცდილების მქონე კომპანიამ, ჰოლდინგის სახე მიიღო. GIG საქართველოში ერთადერთი ნახშირის მწარმოებელი კომპანიაა და ამასთანავე ქვეყნისათვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ნახშირის ისეთ აქტივებს ფლობს, როგორებიცაა ტყიბული-შაორის და ვალეს საბადოები.

ნახშირის მოპოვების ბიზნესში კომპანია წარმოდგენილია შ.პ.ს „საქნახშირის“ სახით.“ მოპოვებული ნახშირის დიდი წილი გრძელვადიანი კონტრაქტებით (1 წელი ან მეტი) ადგილობრივ მომხმარებლებზე იყიდება. გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანია გეგმავს გაზარდოს მოპოვების მოცულობა 1.5 მილონ ტონამდე წლიურად, რათა მოახერხოს მზარდი ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება და ასევე დაიწყოს ექსპორტირება.

საქართველოს რკინიგზა

http://www.railway.ge

„საქართველოს რკინიგზა“ ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც უმოკლესი გზით ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. შავი და კასპიის ზღვების დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 1865 წელს დაიწყო. 1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩავიდა. სწორედ ეს თარიღი ითვლება საქართველოს რკინიგზის „დაბადების დღედ“. ამიერკავკასიაში რკინიგზის მშენებლობაში განსაკუთრებული წვლილი საქართველოს გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ შეიტანა. ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობის პროცესში საქართველოს რთულმა გეოგრაფიულმა რელიეფმა მრავალი ხელოვნური საინჟინრო ნაგებობის მშენებლობა განაპირობა, რომელთა რიცხვი 3700 აღემატება. „საქართველოს რკინიგზის“ საერთო სიგრძე 2344, 2 კილომეტრია. 2012 წლის 12 აპრილს შპს „საქართველოს რკინიგზა“ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი

http://ghg.com.ge/

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ბრიტანეთში რეგისტრირებული ჰოლდინგური კომპანიაა.

კომპანია გამორჩეულია ჯანდაცვის სერვისების მრავაფეროვნებითა და საქართველოსთვის უნიკალური, კლასტერული ბიზნეს მოდელით, რომელიც იძლევა პაციენტების სწორი რეფერირების საშუალებას და უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების მიწოდების უკეთეს ხარისხს. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, ევექსის ბრენდით მართავს 74 სამედიცინო დაწესებულებას, მათ შორის  35 ჰოსპიტალს და 8 ამბულატორიულ კლასტერს, სადაც 11 ამბულატორიული ცენტრი და 28 ექსპრეს ამბულატორიული კლინიკაა გაერთიანებული. ”სამედიცინო კორპორაცია ევექსი” ფართო გეოგრაფიული დაფარვითა და დივერსიფიცირებული ჯანდაცვის მომსახურების ქსელით საქართველოს მოსახლეობის 2/3-ს ემსახურება და 2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით ქვეყნის საწოლფონდის 23% იკავებს. სამედიცინო სერვისებთან ერთად, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის სამოქმედო სფეროს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაზღვევა და ფარმაცევტული სექტორი. ჯგუფში შემავალი ფარმაცევტული კომპანია ჯიპისი სიდიდით მესამე კომპანიაა ქვეყანაში და ყოველთვიურად 1 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

იმედი L ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიაა საქართველოში და 2016 წლის 30 სექტემბრის მონაცემით, 208,000 დაზღვეულით, არის ბაზრის 34,8%-ის მფლობელი. 

სილქნეტი

http://www.silknet.com

საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე „სილქნეტი“ ახალი კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2010 წლის 12 მარტს. კომპანია მომხმარებელს აწვდის სრულ საკომუნიკაციო სერვისს ქვეყნის მასშტაბით (ტელეფონი, ინტერნეტი, ტელევიზია). კომპანიის მიზანი სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერის პოზიციის დამკვიდრებაა, რის მიღწევასაც მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირებით, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, ახალი მომსახურების დანერგვით და ბაზრის წილისა და მომგებიანობის გაზრდით მიაღწევს. კომპანიის პრიორიტეტებია: მომხმარებელზე მაქსიმალური ორიენტაცია, მომსახურების მაღალი ხარისხი, ინოვაციური და მრავალფეროვანი პროდუქტების მუდმივი მიწოდება, კორპორატიული და სოციალური პასუხისმგებლობა.

სილქროუდ ჯგუფი

http://www.silkroad.ge

ჰოლდინგი „სილქროუდი“ დაარსებულია მასში შემავალი კომპანიების ინტერესების კონსოლიდირებისათვის.

აღნიშნული ინტერესები მოიცავს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტირების და სავაჭრო სფეროებს, საკვები პროდუქციის ბაზარს, უძრავ ქონებას, ფინანსურ მომსახურებას, ინვესტიციებს და კორპორატიულ სერვისებს.

სოკარი

http://www.socar.ge

შპს “სოკარ ენერჯი ჯორჯია” საქართველოს ნავთობის საცალო და საბითუმო ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა. მისი ძირითადი საქმიანობა ნავთობპროდუქტებისა და თხევადი გაზის იმპორტს, ნავთობტერმინალებისა და რეზერვუარების მშენებლობას მოიცავს.
დაარსებისთანავე კომპანიამ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ლიდერის პოზიცია დაიკავა. საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე და ბუნებრივი გაზის სექტორში შპს “სოკარ ენერჯი ჯორჯია”-მ დააარსა ორი შვილობილი კომპანია: შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” და  შპს “სოკარ ჯორჯია გაზი”.
შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” 2006 წლის სექტემბრიდან ჩართულია საქართველოს ნავთობპროდუქტების სექტორში. კომპანიის ყოველთვიური ბრუნვა ათობით მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. იგი წარმატებით ახორციელებს მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების იმპორტსა და რეალიზაციას. 2008 წლიდან შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა” დაიწყო საცალო ქსელის განვითარება. ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით კომპანია ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ 113 ავტოგასამართ სადგურს, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. დღევანდელი მდგომარეობით კომპანიაში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი.
ბუნებრივი გაზის ბაზრის სექტორზე ადგილის დამკვიდრების მიზნით, 2007 წლის ივნისში შპს “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ” დაარსა შვილობილი კომპანია, შპს “სოკარ ჯორჯია გაზი”. შპს “სოკარ ჯორჯია გაზმა” მოიგო ეკონომიკური განვითარების სამინისტორს მიერ გამოცხადებული კონკურსი “სახელმწიფო საკუთრებში არსებული გაზგამანაწილებელი კომპანიების პრივატიზების შესახებ”. შესაბამისი ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა საქართველოს 30 რეგიონის გაზიფიცირების ფართომასშტაბიანი პროექტი. დღეისათვის „სოკარ ჯორჯია გაზი“ ახორციელებს გაზის დისტრიბუციას საქართველოს 44 რაიონში და 386,000 აბონენტს უწევს მომსახურეობას. კომპანიაში დასაქმებულია 2000-მდე ადამიანი, მოიჯარეთ მომუშავე კომპანიებში კი რამოდენიმე ათასი ადამიანი.

ტერაბანკი

http://terabank.ge/

ტერაბანკი 17 წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. ბანკი ბაზარზე სხვადასხვა სახელით გამოდიოდა (აგრობიზნეს ბანკი, სტანარტად ბანკი და კორ სტანდარტ ბანკი), თუმცა 2016 წლის 23 მაისიდან შეიცვალა მისი პოზიციონირება, ფილიალების კონცეფცია, საკომუნიკაციო სტრატეგია და ახალი სახელი - ტერაბანკი დაერქვა. ტერაბანკი ორიენტირებულია, იყოს მეწარმეების, მათთან დასაქმებული ადამიანებისა და მათი მომხმარებლების რჩეული ბანკი და სანდო პარტნიორი;  გამორჩეული და ინდივიდუალური მომსახურებით ხელი შეუწყოს მათ ბიზნესისა და პირადი ფინანსური ამოცანების გადაჭრაში.

ტერაბანკი ძალიან განსხვავდება  ჩვენთვის აქამდე ნაცნობი საბანკო გარემოსგან. ეს არის ერთადერთი ბანკი საქართველოში, რომელიც სახლის მსგავსად მყუდრო და თბილ გარემოს სთავაზობს მომხმარებელს. აქ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სტუმრებმა უმაღლესი ხარისხის საბანკო მომსახურება სახლის მსგავს - კომფორტულ გარემოში მიიღონ. სწორედ ამიტომ ბანკის ძირითად საკომუნიკაციო მესიჯად - ჩემი ფინანსური სახლი შეირჩა.

ტერაბანკი საქართველოს მასშტაბით 23 ფილიალითა და სერვისცენტრით ოპერირებს და ბიზნეს და საცალო მომხმარებლებს საბანკო მომსახურებებისა და პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს. 

ფილიპ მორის საქართველო

https://www.pmi.com/

შპს „ფილიპ მორის საქართველო“ მსოფლიოში თამბაქოს მწარმოებელი ნომერ პირველი საერთაშორისო კომპანია Philip Morris International”-ის (PMI)  შვილობილი კომპანიაა, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრიაში 15 ბრენდის სახეობა  აქვს, მსოფლიოს ნომერი პირველი საერთაშორისო ბრენდის ლიდერობით.

PMI - ის პროდუქტები მსოფლიოს 180- ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

2014 წელს, სიგარეტის საერთაშორისო ბაზარზე, აშშ-ს გარეთ, კომპანიის წილი  დაახლოებით 15.6%  შეადგენდა,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  და აშშ - ს გამოკლებით კი - 28.6%.

4 ფინანსი

http://www.vivus.ge

vivus.ge  ჯგუფი „4ფინანსი“-ს (4 Finance) გლობალური ბრენდია. კომპანია წამყვან პოზიციაზე იმყოფება ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ფინეთში, დანიაში და შვედეთში. კომპანიამ 2012 წელს წარმატებით დაიწყო ფუნქციონირება რუსეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. ხოლო 2013 წელს სერვისი ხელმისაწვდომი გახდა ჩეხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის. 4 Finance ლატვიური სააქციო საზოგადოებაა, რომელიც დაარსდა 2008 წელს და ძალიან სწრაფად მიაღწია დიდ წარმატებას მსოფლიო მაშტაბით. კომპანიის ბიზნეს სფეროა სწრაფი, მოკლევადიანი არასაბანკო სესხები.

ფუდმარტი

http://www.foodmart.ge

საცალო სავაჭრო ქსელი „ფუდმარტი“ დაარსდა 2013 წელს. დღეისთვის ბაზარზე ქსელი წარმოდგენილია 3 ბრენდით - „ფუდმარტი“, „იოლი გასტრონომია“ და „სპარი“. სავაჭრო ობიექტების რაოდენობა ჯამში 58 ერთეულია და სამივე ბრენდი საქართველოს მსხვილ რეგიონალურ ცენტრებში ოპერირებს - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. 2014 წლის ივნისში „ფუდმარტმა“ ხელი მოაწერა ლიცენზირების ხელშეკრულებას „სპარ ინთერნეიშენალთან“ საქართველოს მასშტაბით არსებული „ფუდმარტისა“ და „იოლის“ ყველა მაღაზიის რებრენდინგზე. 2016 წელს ქართული საცალო ვაჭრობის ბაზარზე კომპანიის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში ზუგდიდში სპარის პირველი რეგიონული ქვე-ფრენჩაიზი გაიხსნა. „სპარ ინთერნეიშენალი“ მსოფლიოს უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელია 12,000-ზე მეტი მაღაზიით 42 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. მაღაზიების ფართო ქსელთან ერთად კომპანია „ფუდმარტი“ ფლობს ულტრათანამედროვე აღჭურვილობის მქონე საწარმოს, რომელიც 24 საათიან რეჟიმში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამარაგებს როგორც საკუთარ, ასევე პარტნიორ სავაჭრო ობიექტებს საკუთარი წარმოების მზა საკვები პროდუქტებით, საკონდიტრო ნაწარმითა და პურ-ფუნთუშეულით. ჯგუფში 1400-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა რიცხვიც ქსელის გაფართოებისა და კომპანიის განვითარების პარალელურად მუდმივად იზრდება.

ქართული ლუდის კომპანია

http://www.geobeer.ge

„ქართული ლუდის კომპანია“ დაარსდა 2011 წელს. ლუდსახარში აღჭურვილია თანამედროვე ევროპული დანადგარებითა და ტექნოლოგიებით. 2012 წლის 4 აპრილს კომპანიამ ბაზარს წარუდგინა ლუდისა და ლიმონათის ახალი ქართული ბრენდი „ზედაზენი“, რომელმაც პირველივე წელს მოიპოვა ლიდერის პოზიცია.

გახსნიდან ერთ თვეში ზედაზენმა მიიღო ხარისხის მართვის სერტიფიკატი ISO 9000, რომელსაც მოჰყვა სურსათის უვნებლობის მართვის სერტიფიკატის ISO 22000-ის მიღება. გარდა ამისა, კომპანიამ მონაწილეობდა გამოფენებში, მიაღწია საერთაშორისო აღიარებას და მოიპოვა წლის საუკეთესო პროდუქტის სტატუსი. ამ მიღწევებმა განაპირობა საექსპორტო ბაზრის მნიშვნელოვანი გაფართოება. 2012 წლის ბოლოს სააქციო საზოგადოება გახდა უმსხვილესი გერმანული ჯგუფის „Bitburger Braugruppe“-ს პარტნიორი და მოიპოვა ლიცენზია, ეწარმოებინა პრემიუმ კლასის ბრენდი „Konig Pilsner“. 2013 წელს კომპანიამ ბაზარზე წარადგინა მთის ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ლუდი „ხევსურული“, პირველი ქართული ენერგეტიკული სასმელი „Wilder“ და დიეტური ლიმონათის სხვადასხვა სახეობა. დღეისათვის კომპანია საქართველოს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ბაზრის მესამედის მფლობელია.

შარმ ტრეიდინგი

http://www.sharm.ge

კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. კომპანია დაარსდა 1998 წელს. მცირე რესურსების მიუხედავად ახალგაზრდა და მონდომებულმა გუნდმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. პარტნიორთა უდიდესი ნდობისა და წარმატებული საქმიანობის შედეგად, „შარმ ტრეიდინგი“ გახდა მსოფილიოს წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოსა და სომხეთში. დღეს კომპანია დისტრიბუციას უწევს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა: Unilever, Henkel, Schwarzkopf&Henkel, Eczacibasi, Tchibo და სხვა. ამიერკავკასიის ბაზარზე კომპანიამ თავის მოღვაწეობის პერიოდში არაერთხელ დაამტკიცა პროფესიონალურად მუშაობის უნარი და სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობა, რამაც უზრუნველყო პარტნიორებთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობა. „შარმ ტრეიდინგ“-ში მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 600-მდე თანამშრომელი, ხოლო კავკასიის მასშტაბით _ 1000; კომპანიის მიზანია, სამომხმარებლო ქსელის მსოფლიოს ბრენდების პროდუქციით მომარაგება, კვალიფიციური დისტრიბუცია, როგორც სავაჭრო ისე არა სავაჭრო ობიექტებთან და სალონებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ცოდნის ფონდი

„ცოდნის ფონდი“ არის არასამეწარმეო არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2007 წელს კახა ბენდუქიძის მიერ. „ცოდნის ფონდი“ საქართველოში ყველაზე დიდი საგანმანათლებლო საქველმოქმედო ფონდია. „ცოდნის ფონდი“ არის საქართველოს ორი წამყვანი უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელი. ფონდის მიზანია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარება საქართველოში. ამ მიზნით ფონდი ახორციელებს ინვესტიციას საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაში, კვლევასა და განათლებაში. გარდა ამისა ფონდი ხელს უწყობს ხარისხიანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას სასწავლო სტიპენდიების გზით. 2007 წლის შემდეგ „ცოდნის ფონდმა“ უმაღლესი განათლების სფეროში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოახდინა, რაც საქართველოში უმაღლესი განათლების სფეროში განხორციელებული უპრეცედენტო მოცულობის კერძო ინვესტიციაა.

ჯეოსთილი

http://www.geosteel.com.ge/

„ჯეოსთილი“ ინდუსტრიის სფეროში ერთ-ერთი უდიდესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა საქართველოში. იგი JSW Steel Netherlants BV და Georgian Steel Group Holding-ის ერთობლივ საწარმოს წარმოადგენს. “ჯეოსთილი” ISO 9001:2008 სერტიფიცირებული კომპანიაა, იგი მიმართულია მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფაზე და მიისწრაფვის ხარისხის მაღალი სტანდარტების მიღწევისკენ. საწარმოს ტერიტორია მოიცავს 13 ჰა-ზე მეტ ფართობს. იგი ქალაქ რუსთავის ცენტრში მდებარეობს.

კომპანია თავის მომხმარებელს ემსახურება სამუშაო ძალით, რომლის შემადგენლობაში 110 პროფესიონალი და 375 დამხმარე თანამშრომლი შედის. შპს „ჯეოსთილი“-ს წარმადობა წელიწადში 200,000 ტონა თხევად ფოლადს შეადგენს.

ჯეოსტარი

„ჯეოსტარი“ დაფუძნდა 2004 წელს ქართული კაპიტალით. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროა სამომხმარებლო პროდუქტების იმპორტი და დისტრიბუცია. სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში, სადაც კომპანიას გააჩნია საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. კომპანია ოპერირებს მთელი საქართველოს მასშტაბით და მასში დასაქმებულია 200-მდე ადამიანი. „ჯეოსტარი“ ისეთი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში, როგორებიცაა: Nivea, Aquafresh, BIC, Papia, Molped, Molfix, Bingo, Bonduelle, PastaZara, Avedov, Pompea, Sisi, Glamour და სხვა.

 

ჯი ეი ეი მენეჯმენტი

http://www.gaalloys.com

„ჯი ეი ეი მენეჯმენტი“ და „ჯორჯიან მანგანეზი“ მოიცავს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნას, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატს და ვარციხის ჰიდროელექტროსადგურს. იგი უდიდესი ექსპორტიორი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც ყავს 6500-მდე თანაშრომელი.

ჯი პი აი ჰოლდინგი

http://www.mygpi.ge

„ჯი პი აი ჰოლდინგი“ დაარსდა 2001 წელს, როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში.

კომპანიისთვის თავიდანვე პრიორიტეტად იქცა საქართველოში ე.წ. სოციალური დაზღვევის: ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის პოპულარიზება და განვითარება. ამ მიმართულებას „ჯი პი აი ჰოლდინგი“ დღესაც აქტიურად ავითარებს. 2006 წლიდან „ჯი პი აი ჰოლდინგი“ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრი გახდა. საქართველოში პირველად მსგავსი დონისა და რეიტინგის უცხოური კომპანია ადგილობრივი კომპანიის აქციონერი გახდა. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ჯეოჰოსპიტალსი“ ფლობს და მართავს 17 საავადმყოფოს საქართველოს 16 რეგიონში. 2015 წლის მონაცემებით „ჯი პი აი ჰოლდინგი“ სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია და მის 20.26%-ს ფლობს. კომპანიას 120 000-მდე დაზღვეული ჰყავს ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით. 2016 წელს საქართველოში პირველად „ჯი პი აი ჰოლდინგმა“ საკუთარ მომხარებელს დაზღვევის ონლაინ სერვისები შესთავაზა, რომლის მიღება შესაძლებელია ონლაინ პორტალით www.mygpi.ge

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ უკვე ოთხჯერ შეძლო საუკეთესო კომპანიის სტატუსის მოპოვება და დაჯილდოვდა ოქროს ბრენდის ნომინაციაში, როგორც რჩეული სადაზღვევო კომპანია. 

ჯიპისი

http://www.gpc.ge

1996 წლიდან „ჯიპისი“ აქტიურად მონაწილეობს ცნობილი უცხოური კომპანიების საქართველოში დამკვიდრების საქმეში _ კომპანიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა დასავლეთის ქვეყნებში წარმოებული მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და ფარმაცევტულ სფეროში მომსახურების ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრება საქართველოს ბაზარზე. „ჯიპისი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში. კომპანია წარმატებით თანამშრომლობს ოცდაათზე მეტ წამყვან უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიასთან, როგორებიცაა: Pfizer, MSD, Aventis, Pasteur, Solvay, Befour-Ipsen, Ratiopharm, Pliva და სხვა. კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქცია მოიცავს ბავშვის მოვლის საგნებს, კოსმეტიკას, ჰიგიენური მოვლის საშუალებებს. 2013 წლისთვის ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 100-მდე აფთიაქია და კომპანია ჯიპისიში დასაქმებულია 1500 თანამშრომელზე მეტი.

ჯორჯიან ეარვეისი

http://www.georgian-airways.com/

ავიაკომპანია "აირზენა" დაარსდა 1993 წლის სექტემბერში. თავდაპირველად ავიაკომპანია ახორციელებდა ჩარტერულ რეისებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იტალიაში, ჩინეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში, სირიაში და ასევე რეგულარულ რეისებს ავსტრიაში (ვენაში).  იმ პერიოდში არსებული რთული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, სწორი სტრატეგიის შედეგად, კომპანიამ წარმატებით მოიპოვა აღიარება და შეინარჩუნა თავისი წილი საავიაციო ბაზარზე.  

1999 წელს "აირზენა" გახდა საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველი.

 2004 წელს აგვისტოში, ავიაკომპანიამ სახელწოდება "ჯორჯიან ეარვეის" -ით შეცვალა.  

2000 წლის პირველ ნახევარში, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ავიაპარკის განახლების შესახებ და ლიზინგით აიღო კომპანია "Hapag-Lloyd" -გან ორი BOEING 737-500 ტიპის თვითმფრინავი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა ავიაკომპანიამ დასავლური წარმოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია დაიწყო. მას შემდეგ "აირზენა" მუდმივად ზრუნავს ავიაპარკის განვითარებაზე და განახლებაზე.