(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კიდევ ერთი ახალი წევრი - ორიფლეიმი შეემატა

26 იან '15

კომპანია «ორიფლეიმი» შეიქმნა 1967 წ-ს ძმები აფ იოკნიკების და მათი მეგობრის მიერ.  დღესდღეობით იგი წარმოადგენს საერთაშორისო კოსმეტიკურ კონცერნს, რომელსაც 60-ზე მეტ  ქვეყანაში აქვს საკუთარი  წარმომადგენლობა. 2000 წლის 20 ნოემბერს, კომპანიის წარმომადგენლობა ესტუმრა საქართველოს და ოფიციალურად გახსნა „ორიფლეიმ საქართველო", რითაც კიდევ ერთი ქვეყანა შემატა მისი წარმომადგენელი ქვეყნების დიდ ჯაჭვს. კომპანიის გაყიდვების ყოველწლიური მოცულობა 1.5 მილიარდი ევროა, მთელს მსოფლიოში „ორიფლეიმის" 3.6  მილიონი კონსულტანტი და 8000 თანამშრომელია , პროდუქციის ასორტიმენტში კი 1000 ერთეულია.
„ორიფლეიმი" - ბავშვთა საერთაშორისო ფონდის თანადამფუძნებელია შვედეთის დედოფალ სილვიასთან ერთად; კომპანია  ფლობს 5 საკუთარ ფაბრიკას შვედეთში, პოლონეთში, ჩინეთში, რუსეთსა და ინდოეთში; ორიფლეიმის სამეცნიერო -კვლევით ცენტრში 100-მდე მეცნიერი და ექსპერტი მუშაობს; კომპანიის აქციებს ფლობს Nasdaq OMX -ის საფონდო ბირჟაზე 2004 წლის მარტიდან, ორიფლეიმის წარმომადგენლობა არის 60-ზე მეტ  ქვეყანაში,  11 მათგანში - ფრანჩაიზინგით.