ინვესტორთა საბჭოს მეორე სხდომა
17 თებ '16
დღეს 2016 წლის 17 თებერვალს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ მონაწილეობა მიიღო ინვესტორთა საბჭოს სხდომაში, რომელიც გაიმართა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ინვესტორთა საბჭოზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და სხვა ბიზნესგაერთიანებებმა მოისმინეს პრემიერ-მინისტრის ხედვა იმ საკითხებზე, რომლებიც ბინზესსექტორისთვის მნიშვნელოვანია და რომლებიც ინვესტორთა საბჭოს გამოყო, როგორც კერძო სექტორისთვის პრიორიტეტული თემები. განხილვა შეეხო საგადასახადო რეფორმას, საგადასახადო ადმინისტრირებაში არსებულ ხარვეზებს, ასევე, კერძო-საჯარო დიალოგის პროცესის ფორმალიზებას; გარდა ამისა, საბჭოს წევრებმა იმსჯელეს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის დამატებით გზებზე. ინვესტორთა საბჭო თითოეულ წამოჭრილ საკითზე განაგრძობს მუშაობას სამუშო ჯგუფის ფორმატში.