(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეხვედრა საპარტნიორო ფონდთან

27 ოქტ '15

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში", საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორთან, დავით საგანელიძესთან და სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან ნათია თურნავასთან.
შეხვედრა ისეთ მნიშვნელოვან თემებს დაეთმო, როგორიცაა ექსპორტის ხელშეწყობა, „საპარტნიორო ფონდის“ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს და სხვა თემებს. შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ასოციაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ გამოთქვათ საკუთარი მოსაზრებები და დაესვათ შეკითხვები ახალი საფინანსო ინსტიტუტის ფუნქციებსა და სტრატეგიასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის გამართა პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას საპარტნიორო ფონდში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ.  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის  წევრების განცხადებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ეფექტური თანამშრომლობა, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, საპარტნიორო ფონდი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ეკონომიკისთვის. მისი თქმით, ბიზნესს ძალიან ხშირად აქვს კითხვები და ასევე აქტიურად თანამშრომლობენ.
"ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით ფონდთან ჯერ კიდევ წინა ხელმძღვანელის დროს. დღეს ვხვდებით ახალ ხელმძღვანელს, სადაც ძალიან დეტალურად გვინდა გავიაროთ ის მიზნები და ამოცანები, რომელიც დავით საგანელიძეს აქვს. თქვენ იცით, რომ ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ ის რეფორმებს აპირებს საპარტნიორო ფონდში. ჩვენ გვაინტერსებს დეტალურად გავიგოთ რამდენად აისახება ეს იმ ხედვაზე, სტრატეგიაზე, რომელიც ფონდს გააჩნია", - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ შეხვედრის დაწყების წინ.