(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საქმიანი ვიზიტი გერმანიაში

30 ოქტ '15

26-28 ოქტომბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სექტორული განვითარების მენეჯერი ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სემინარს დაესწრო. სემინარის მიზანი გერმანიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის დარგში გერმანიის გამოცდილების გაზიარება იყო. აღნიშული სემინარი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ინიციატივით და  „Deutschland- Land der Ideen”-ის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს ელჩმა, ლადო ჭანტურიამ და გერმანიის საგარეო სამინისტროს სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის დირექტორმა, მარკ ბოგდანმა გახსნეს.  ქართულ დელეგაციაში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიოდნენ, რომლებიც ქვეყანაში ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მუშაობენ.
სემინარის ფარგლებში, ასევე, შედგა შეხვედრა ქართულ დელეგაციასა და გერმანიაში ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შორის.
მიმდინარე წლის დეკემბერში იგეგმება გერმანული დელეგაციის საპასუხო ვიზიტი საქართველოში. თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აგრძელებს მუშაობას სემინარში მონაწილე გერმანული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.