მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრა
25 მაის '15
2015 წლის 19-22 მაისს ბერლინში ჩატარდა მსოფლიო ბანკის კერძო სექტორთან ურთიერთობის ოფიცერთა ყოველწლიური შეხვედრა. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 2013 წლიდან შეურთდა ამ ქსელს. ქსელში ჩართულია მსოფლიოს 100 ქვეყნის 160-მდე ბიზნესგაერთიანება და მისი მიზანია, გაუადვილოს კერძო სექტორს მსოფლიო ბანკთან ურთიერთობა. ოფიცერთა ყოველწლიური შეხვედრა საშუალებას იძლევა, მჭიდრო ურთიერთობები ჩამოყალიბდეს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესგაერთიანებებთან. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ირინა კვახაძე წარმოადგენდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ბერლინში.