საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ენერგეტიკის კომიტეტი შეიქმნა
20 მაის '15
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შეიქმნა ენერგეტიკის კომიტეტი და მის თავმჯდომარედ აირჩიეს ზურაბ გელენიძე (საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი).
ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებაა, მასზე ქვეყნის ერთობლივი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის და ამავდროულად თავად უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მყარი ბაზისის შექმნას.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილი მნიშვნელოვნად არის ჩაბმული ენერგეტიკის მიმართულებით, მათ გააჩნიათ დაინტერესება ენერგეტიკის სფეროში, როგორც უკვე განხორციელებული ბიზნეს პროექტების, ასევე სამომავლოდ დაგეგმილი ინვესტიციების სახით.
ამ მიზეზების გათვალისწინებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეექმნა ენერგეტიკის კომიტეტი.
ახლადჩამოყალიბებული კომიტეტის მთავარ ამოცანებს წარმოადგენს:
1. ენერგომდგრადობისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიღწევაში ხელშეწყობა;
2. ენერგეტიკის სფეროში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება;
3. ენერგეტიკული კომპანიებისთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს ჩამოყალიბება;
4. კომპანიებს შორის თანამაშრომლობის გაღრმავება;
5. ენერგეტიკული კომპანიების ჩართულობის ხელშეწყობა მათი ინტერესების დაცვის მიზნით.