(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ასოციაციის წევრთა რიგებს ბაზისბანკი შეემატა

20 მაის '15

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს "ბაზისბანკი" შეემატა.
„ბაზისბანკი“ საქართველოში 1993 წელს დაარსდა. ბანკის მენეჯმენტს ჰქონდა  მკაფიო მიზანი, შეექმნა მოქნილი, სანდო, ფინანსურად გამჭირვალე და კლიენტების მოთხოვნებზე ორიენტირებული უნივერსალური ინსტიტუტი. მუდმივი და სტაბილური ზრდისა და განვითარების ფონზე, „ბაზისბანკმა“ აიმაღლა ცნობადობა და  რეგიონში საიმედო პარტნიორის სტატუსი მოიპოვა.
2008 წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) "ბაზისბანკის" 15%-იანი აქციათა პაკეტის მფლობელი გახდა. 2012 წელს უმსხვილესმა ჩინურმა კომპანიამ „ჰუალინგ ჯგუფმა “ ბანკის აქციათა 90% შეისყიდა, დღეს ეს წილი 99.8%-მდე გაზარდა. თავად  „ჰუალინგ ჯგუფმა“  საქართველოში 2007 წლიდან დაიწყო საინვესტიციო  პროექტების განხორციელება და დღემდე, „ჰუალინგ ჯგუფმა „ საქართველოში განახორციელა 5 ძირითადი, მსხვილი  საინვესტიციო პროექტი, რომელთა მთლიანი  საინვესტიციო თანხა 2014 წლის ბოლოსათვის  500 000 000 აშშ  დოლარია.  2014 წლის ბოლო მონაცემებით, „ჰუალინგ ჯგუფი“  საქართველოში წამყვან, უცხოურ საინვესტიციო კომპანიად დასახელდა.
დღესდღეისობით „ბაზისბანკის“ ბრუნვა ყოველწლიურად აღემატება 46 მლნ ლარს. მის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხა გადასახადების სახით 4,6 მლნ ლარს შეადგენს. მთლიანობაში “ბაზისბანკის” თანამშრომლების რაოდენობა 300-ს აღემატება.