(+995 32) 2 202-215

სიახლეები

სოკარ ენერჯი ჯორჯია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

4 მაის '15

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს "სოკარ ენერჯი ჯორჯია" შეემატა.
შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯია" საქართველოს ნავთობის საცალო და საბითუმო ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა. მისი ძირითადი საქმიანობა ნავთობპროდუქტებისა და თხევადი გაზის იმპორტს, ნავთობტერმინალებისა და რეზერვუარების მშენებლობას მოიცავს.
დაარსებისთანავე კომპანიამ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ლიდერის პოზიცია დაიკავა. საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე და ბუნებრივი გაზის სექტორში შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯია"-მ დააარსა ორი შვილობილი კომპანია: შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" და  შპს "სოკარ ჯორჯია გაზი".
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" 2006 წლის სექტემბრიდან ჩართულია საქართველოს ნავთობპროდუქტების სექტორში. კომპანიის ყოველთვიური ბრუნვა ათობით მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. იგი წარმატებით ახორციელებს მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების იმპორტსა და რეალიზაციას. 2008 წლიდან შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა" დაიწყო საცალო ქსელის განვითარება. ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით კომპანია ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ 113 ავტოგასამართ სადგურს, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. დღევანდელი მდგომარეობით კომპანიაში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი.
ბუნებრივი გაზის ბაზრის სექტორზე ადგილის დამკვიდრების მიზნით, 2007 წლის ივნისში შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" დაარსა შვილობილი კომპანია, შპს "სოკარ ჯორჯია გაზი". შპს "სოკარ ჯორჯია გაზმა" მოიგო ეკონომიკური განვითარების სამინისტორს მიერ გამოცხადებული კონკურსი "სახელმწიფო საკუთრებში არსებული გაზგამანაწილებელი კომპანიების პრივატიზების შესახებ". შესაბამისი ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა საქართველოს 30 რეგიონის გაზიფიცირების ფართომასშტაბიანი პროექტი. დღეისათვის „სოკარ ჯორჯია გაზი" ახორციელებს გაზის დისტრიბუციას საქართველოს 44 რაიონში და 386,000 აბონენტს უწევს მომსახურეობას. კომპანიაში დასაქმებულია 2000-მდე ადამიანი, მოიჯარეთ მომუშავე კომპანიებში კი რამოდენიმე ათასი ადამიანი.