26 დეკემბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხების მორიგი პაკეტი განიხილა. შეხვედრა ასოციაციასა და შემოსავლების სამსახურს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ფორმატში შედგა. ხსენებულ შეხვედრაზე ბიზნესმენებმა მათთვის საინტერესო, პრაქტიკული საკითხები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დავით ბუღაძესთან, გადამხდელთა მომსახურების დეპარტამენტის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამმართველოს უფროს, ნანა მუმლაძესა და პრევენციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით ვარდიაშვილთან ერთად განიხილეს. შეხვედრაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო ორ ათეულამდე საკითხი, მათ შორის: ...
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო–საბაჟო კომიტეტმა შემოსავლების სამსახურთან მორიგ შეხვედრას 24 ოქტომბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრები შემოსავლების სამსახურთან პერიოდულად, 2–3 კვირაში ერთხელ იმართება, რათა განხილული და დაზუსტებული იქნეს საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული, ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები. 24 ოქტომბრის შეხვედრაზე, ბიზნეს ასოციაციის წევრთა დაინტერესების შესაბამისად განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ...
11 ნოემბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა, ჯაბა ებანოიძის ხელმძღვანელობით მორიგი შეხვედრა გამართეს, სადაც ბიზნესის მხრიდან ინიცირებული, საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული წინადადებები განიხილეს. მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და შემოსავლების სამსახურს შორის მსგავს შეხვედრებს უკვე სისტემატური ხასიათი აქვს. ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ ინიცირებული, ხუთ ათეულამდე წინადადებიდან, აღნიშნულ შეხვედრაზე რვა საკითხი იყო გამოტანილი განსახილველად. მათგან უმრავლეს შემთხვევაში შემოსავლების სამსახურმა გაიზიარა ბიზნესმენთა მოსაზრებები და შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაც გადაწყდა...
მიმდინარე წლის 11 ნოემბერს საქართელოს ბიზნეს ასოციაციაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული, შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზედაც საბჭოს საქმიანობის შედეგები შეჯამდა და საზოგადოებას დავების განხილვის ახალი, ელექტრონული მოდული წარუდგინეს. დავების საბჭო შესყიდვების სააგენტოში გასული წლის ბოლოს შეიქმნა და ის ექვსი წევრისაგან შედგება. საბჭო დაკომპლექტებულია ერთის მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისაგან, მეორეს მხრივ კი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისაგან (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციას და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საბჭოში თითო წარმომადგენელი ყავთ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საბჭოს წევრად არასამთავრობო სექტორის მაქსიმალურად ფართო შემადგენლობის მიერ შეირჩევა როტაციის პრინციპით, ერთი წლის ვადით.")....
25 ოქტომბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ჯაბა ებანოიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრას გამართა, რომლის მიზანი ბიზნესმენებისათვის საგადასახადო სფეროში დაგეგმილი სიახლეების გაცნობა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ინიცირებული წინადადებების განხილვა გახლდათ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და შემოსავლების სამსახურს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მსგავსი შეხვედრები სისტემატურად იმართება. შეხვედრების მიზანი ბიზნესსა და საგადასახადო ორგანოებს შორის დიალოგი და ინფორმაციის გაცვლაა, რაც საბოლოო ჯამში საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებას და დახვეწას ემსახურება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ აღნიშნა: "მოხარული ვართ, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ბიზნესმენებს ხვდება და ბოლო პერიოდში ეს ურთიერთობა ბევრად აქტიური გახდა. ის სიახლეები, რაც ბოლო პერიოდში გვესმის, მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და რაც მთავარია, ესაა ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი. ბიზნესმენი და სახელმწიფოს წარმომადგენელი ერთად სხდებიან და არსებულ პრობლემებს ერთობლივად წყვეტენ"....