(+995 32) 2 202-215

სიახლეები

5 მარ '24

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის (EBRD) მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო

ქ. ლონდონში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე, სადაც საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო... ვრცლად

1 მარ '24

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა დააფიქსირა

დღეს, სასტუმრო “თბილისი პარაგრაფში”, გაიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია თემაზე: „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“. კონფერენციას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკური პროფილის მინისტრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოს პარლამენტის და ქ. თბილისის საკრებულოს დეპუტატები და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები... ვრცლად

1 მარ '24

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას: „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები“, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრები დაესწრებიან... ვრცლად

27 თებ '24

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თავდაცვის ახალი კოდექსით დამსაქმებელთა მიმართ გათვალისწინებულ ვალდებულებებზე იმსჯელეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები... ვრცლად

27 თებ '24

ფრაისუოთერჰაუსკუპერსი (PwC) საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებების სფეროში წამყვანი ფირმა ფრაისუოთერჰაუსკუპერსი (PwC) საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა, რომლის გლობალური ქსელი 2024 წელს თავისი არსებობის 175 წელს აღნიშნავს. PwC წარმოადგენს პროფესიული მომსახურების ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას მსოფლიოში და ე.წ. დიდი ოთხეულის წევრია... ვრცლად

26 თებ '24

Georgian Wings-მა თბილისი-კიშინაუს მიმართულებით საინაუგურაციო ფრენა  შეასრულა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულებამ Georgian Wings-მა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მოლდოვას, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი, რეგულარული ფრენა შეასრულა... ვრცლად