(+995 32) 2 202-215

სიახლეები

3 აპრ '24

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „ქართული რძის პროდუქტების“ კომპანია გაწევრიანდა

„ქართული რძის პროდუქტები“ 2004 წელს დაარსდა და წარმატების 20 წლიან ისტორიას ითვლის. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, პროდუქციას აწარმოებს ადგილობრივი და ევროპიდან იმპორტირებული ნატურალური ნედლეულით, ხოლო ნედლი რძით, ძირითადად, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან მარაგდება... ვრცლად

2 აპრ '24

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამედიცინო სექტორის წევრი  კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ

ჰოსპიტალურ და ფარმაცევტულ სექტორში არსებული გამოწვევები და მიმდინარე რეფორმები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი... ვრცლად

29 მარ '24

BAG ინდექსი: 2024 წელს ბიზნესი ინვესტიციების ზრდას გეგმავს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ 2024 წლის პირველ კვარტალში გამოკითხული კომპანიების 66% აცხადებს, რომ 2024 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2023 წელთან შედარებით გაიზრდება, 27% უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ვარაუდობს, ხოლო კლებას გამოკითხულთა 7% პროგნოზირებს... ვრცლად

28 მარ '24

BAG: დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუმჯობესდა

BAG ინდექსის პირველი კვარტლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელმა 43.3 ქულა შეადგინა, რაც გაზრდილი მაჩვენებელია გასულ კვარტალთან შედარებით... ვრცლად

27 მარ '24

BAG ინდექსი: კვალიფიციური კადრების დეფიციტზე გამოკითხული ბიზნესის 67% საუბრობს

BAG ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ, ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება, კერძოდ, გამოკითხული ბიზნესის 67% კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს... ვრცლად

27 მარ '24

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ გამარჯვებას

მოხარულნი ვართ, ჩვენი ეროვნული ნაკრების უდიდესი წარმატებით! გუშინდელი დღე ისტორიული დღეა, რომელიც 3 ათეული წლის განმავლობაში ყოველი ჩვენგანის ოცნებად რჩებოდა, თუმცა დღეს ეს უკვე რეალობაა - საქართველო მონაწილეობას მიიღებს ევროპის ტურნირში, სადაც, დარწმუნებულები ვართ, რომ, ასევე, ღირსეულად წარვდგებით... ვრცლად