(+995 32) 2 202-215

მიმდინარე თემები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საფინანსო კომიტეტის სხდომა გაიმართა

დღეს, 14 თებერვალს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, ასოციაციის საფინანსო კომიტეტის 2017 წლის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა ესწრებოდა. 

სხდომა ბიზნესისთვის, ფინანსების თვალსაზრისით, აქტუალური თემების განხილვას, შეჯერებასა და აღნიშნულ საკითხებზე ხელისუფლებასთან კომუნიკაციის სქემის შემუშავებას დაეთმო. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ლარიზაცია, მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები, საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა.

„განსაკუთარებით მინდა ხაზი გავუსვა ორ სტრატეგიულ მიმართულებას - ეს არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა და - საპენსიო რეფორმა, რომელზეც მთავრობა  2016 წელს საუბრობდა  და, ალბათ, დღეს დადგა დრო, რომ ასოციაცია აქტიურად ჩაერთოს ამ მუშაობაში.  ჩვენ მზად ვართ და ვფიქრობთ, რომ ეს ორი რეფორმა აუცილებლად გასატარებელია და გვინდა, ბოლომდე ვიყოთ ჩართულები და მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესებში“, - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, საფინანსო კომიტეტის ფარგლებში, მომდევნო თვეებში ასოციაციის წევრებს საშუალებას მისცემს, მოისმინონ ფინანსთა სამინისტროს პრეზენტაციები საპენსიო რეფორმასა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.