(+995 32) 2 202-215

სიახლეები

MEDEF International-ის  ვიზიტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში

27 მარ '17

მიმდინარე წლის 27 მარტს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების, MEDEF International-ის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

28 კაციან დელეგაციას, რომელიც  ორდღიანი ვიზიტით იმყოფება საქართველოში , ხელმძღვანელობს კომპანია Oberthur Technologies-ს Identité-ს განყოფილების  გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, MEDEF International-ის კომპანიათა ხელმძღვანელების საბჭოს თავმჯდომარე, კრისტოფ ფონტენი.

ღონისძიებაში ფრანგული მხრიდან მონაწილეობა მიიღეს MEDEF International-ის  წევრმა ისეთმა მსხვილმა საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა, როგორიცაა  „ეარბასი,“  „ასტომი,“ „იუტელსატი“ და სხვები.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე და პრიორიტეტებზე. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ, პირადად გასაუბრებოდნენ ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებს საბანკო, კომერციის, ენერგეტიკული, საკომუნიკაციო, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორებიდან.

MEDEF International არა-კომერციული ორგანიზაციაა, რომელიც საფრანგეთის ბიზნესკონფედერაციას და კონფედერაციის წევრ 800 ათასამდე კომპანიას აერთიანებს. იგი ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით ფრანგული კომპანიების მიერ ინვესტიციების განხორცილებას, საერთაშორისო ვაჭრობას და ნოუ-ჰაუს დანერგვას.

2015 წელს საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს MEDEF International-თან და მისი პარტნიორი გახდა.