(+995 32) 2 202-215

მიმდინარე თემები

მემორანდუმი - ბიზნესი ხელოვნებისთვის

19 ივლისს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ასლანიშვილმა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის გზით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდას, ხელოვანების მხარდაჭერას და ამ პროცესში ბიზნეს სექტორის აქტიურ ჩართულობას.

მემორანდუმის ფარგლებში დადგინდება საავტორო უფლებების გამოყენების ახალი პირობები და განხორციელდება ერთობლივი პროექტები, რაც გაზრდის ბიზნეს სექტორის მხრიდან საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვაში მონაწილეობას და დაეხმარება არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას.