(+995 32) 2 202-215

მიმდინარე თემები

შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან (IMF)

12 თებერვალს საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას უმასპინძლა, რომელსაც ვერა მერსედეს მარტინი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფრანსუა პეშო და ფონდის უფროსი ეკონომისტი, სერხიო როდრიგესი.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარების შესაფასებლად არის ჩამოსული.