(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და TBC კაპიტალმა ელექტროენერგიის დაყვანილი ღირებულების (Levelized Cost of Energy) პირველი კვლევა წარადგინეს

19 ივნ '23

USAID-ის განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციის სადისკუსიო პანელზე, რომელსაც მოდერაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე უწევდა, TBC კაპიტალის უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა ანდრო თვალიაშვილმა  ელექტროენერგიის დაყვანილი ღირებულების (Levelized Cost of Energy) პირველი კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დაკვეთით TBC კაპიტალმა მოამზადა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც თიბისი ბანკში წარდგენილი პროექტები მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია, მიზნად ისახავდა ენერგეტიკის დარგში ჩართული მხარეების გამოცდილების გაზიარებასა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ამასთან, კონფერენციაზე წარდგენილი ელექტროენერგიის დაყვანილი ღირებულება მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთ უმთავრესი მეტრიკაა, რომელიც  ელექტროგენერაციის ობიექტის მშენებლობის შემდეგ, კონკრეტული ტექნოლოგიის (ჰიდრო, მზე, ქარი) მიხედვით, წარმოებული ელექტროენერგიის თვითღირებულებას განსაზღვრავს.

ლევან ვეფხვაძის განცხადებით, „აღნიშნული მონაცემები გარკვეულწილად განსხვავდებოდა იმ შედეგებისგან, რომელიც ინვესტორებმა მარტში გამართული სიმძლავრის აუქციონებზე  წარადგინეს, შესაბამისად, საინტერესო იყო სწორად შეფასება, ასევე, მომავალი აუქციონებისთვის იმ ფაქტორების გათვალისწინება, რომელიც ინვესტორების ქცევაზე ყველაზე მეტად ახდენს გავლენას“.